ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.09.2025 | 19:54
მინისტრი გივი მიქანაძე და მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე და კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) რაბათის ციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 35 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რეგიონის მასშტაბით მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიების ფარგლებში მინისტრმა ახალციხის სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა და მათ…

24.09.2025 | 17:51
საღვთო ლიტურგია აღევლინა ქალაქ ეფესოში, სადაც III მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა

22 სექტემბერს, წმინდანთა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმესა და ანას და III მსოფლიო საეკლესიო კრების (431) ხსენების დღეს, მღვდელმა გიორგი სერგეევმა, რომელიც პასუხისმგებელია თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს მორწმუნეთა სამწყემსო მზრუნველობაზე, საღვთო ლიტურგია აღასრულა ეფესოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც 431 წელს მსოფლიო კრება ჩატარდა. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მომლოცველები სტამბოლიდან, იზმირიდან და კუშადასიდან. მათგან უმრავლესობა ქრისტეს წმინდა…

23.09.2025 | 18:00
მიტროპოლიტ შიოს სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე სასულიერო პირების დაჯილდოების ცერემონიაზე პატივცემულო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო, ქალბატონო მინისტრის მოადგილევ, ძვირფასო მამებო, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებო, თანამშრომლებო, დღეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მომსწრენი ვართ. ისტორიული შეიძლება ეწოდოს უკანასკნელი წლების განმავლობაში საპატრიარქოსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის თანამშრომლობას,…

22.09.2025 | 17:55
საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ

ამა წლის 19 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საპატრიარქოში ღირებულებითი განათლების პროგრამაში მონაწილე სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ბატონმა გივი მიქანაძემ და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ღირებულებითი განათლების პროგრამის მონაწილე 50 სასულიერო პირს პროგრამის…

19.09.2025 | 17:32
სიონის საპატრიარქო ტაძრის ისტორია

სიონის საპატრიარქო ტაძრის ისტორია – წმინდა ნინოს ჯვარი, უძველესი ხატები, პატრიარქების საფლავები და ფრესკები, რომლებიც საუკუნეების ისტორიას ინახავს ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დილა”    sazu.ge

18.09.2025 | 18:17
სოფელ დაშბაშში მდებარე წმინდა გიორგის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წალკის ეპარქიაში, სოფელ დაშბაშში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

17.09.2025 | 18:13
მსოფლიო პატრიარქის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

ორშაბათს, 15 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და გულითად ატმოსფეროში წარიმართა. პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერესი გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს მიერ განხორციელებული მრავალგვარი ინიციატივებისა და თურქეთში ქრისტიანთა ცხოვრების მიმართ. შეხვედრის მიმდინარეობისას პატრიარქმა ბართლომემ სიხარული გამოთქვა პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების გამო მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი უკრაინაში, მშვიდობის…

16.09.2025 | 17:44
არქიმანდრიტი სიმონი (პაპადოპულოსი) სინას მონასტრის წინამძღვრად იქნა გამორჩეული

მონასტრის ახალმა წინამძღვარმა 20-იდან 19 ხმა მოაგროვა, თავად მან კი ხნის მიცემისაგან თავი შეიკავა. მის კანდიდატურაზე საბოლოოდ მონასტრის საძმოს ორივე მხარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ და პროცედურის კანონიერება არანაირ ეჭვს არ იწვევს. sazu.ge

16.09.2025 | 17:14
სსკგ-ის თავმჯდომარემ საღვთო ლიტურგია აღასრულა რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში

2025 წლის 14 სექტემბერს, სულთმოფენობიდან მე-14 კვირიაკეს, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ, რომში, წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა. იერარქს თანამსახურებდნენ: ტაძრის წინამძღვარი, მოსკოვის საპატრიარქოს იტალიის სამრევლოების ადმინისტრაციის მდივანი, მღვდელმონაზონი ამბროსი (მაცეგორა); ამავე ტაძრის კლირიკოსი, მღვდელმონაზონი კირილე (პორუბაევი); სსკგ-ის თავმჯდომრის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მომლოცველი სასულიერო პირები. წირვის…

Τα σημαντικότερα νέα