ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
27.12.2021 | 19:00
მადლობას ვწირავთ უფალს რომ ასეთი ბრძენი პატრიარქი გვყავს – მიტროპოლიტი იობი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის 44 წლიანი ღვაწლის შესახებ ამბიონიდან იქადაგა. ,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიის საყდარზე აღსაყდრდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე! 44 წელი შესრულდა მისი პატრიარქობის და 141 პატრიარქიდან პირველი არის ვინც ამდენი…

27.12.2021 | 18:58
ალბანეთის ეკლესია მსოფლიო პატრიარქს ჯანმრთელობას უსურვებს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსი მსოფლიო პატრიარქს გამამხნევებელი განცხადება გააკეთა. განცხადებაში მისი უნეტარესობა ანასტასიოსი აღნიშნავს: “ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღით ძალზედ სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ ჩვენი საყვარელი მსოფლიო პატრიარქი უფალთა უფალი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. მთელი გულით ვუსურვებთ…

27.12.2021 | 18:57
მსოფლიო პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

მას შემდეგ, რაც მის ყოვლადუწმინდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დასტაბილურდა. ბოლო მონაცემებით მის ყოვლადუწმინდესობას არ აღენიშნება კოროანვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები (ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველება და ა.შ.) და თავს ძალიან კარგად გრძნობს. მას შემდეგ, რაც შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკარანტინო პერიოდი, მისი ყოვლადუწმინდესობა დატოვებს…

27.12.2021 | 14:39
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრებიდან 44-ე წელთან დაკავშირებული მილოცვა

თქვენო უწმინდესობავ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით გილოცავთ თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეოთხე წელს. განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. აღსაყდრების დღიდან თქვენ მიზნად დაისახეთ სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება, რაც შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების გარეშე. სწორედ თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა…

24.12.2021 | 17:16
რუმინეთის საპატრიარქოში საშობაო სიმღერები შეასრულეს

ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინელი მომღერლები მიიღო, რომელთაც რუმინეთის ეკლესიის მეთაურისთვის საშობაო სიმღერები შეასრულეს. პატრიარქმა დანიელმა სტუმრები დალოცა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. wenews.ge

24.12.2021 | 17:14
ალექსანდრიის პატრიარქს საშობაო სიმღერები უმღერეს [ფოტო & ვიდეო]

დღეს, 23 დეკემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრაირქ უნეტარეს თეოდორეს რეზიდენციაში ახალგაზდრები ესტუმრნენ, სადაც მათ ალექსანდრიის ეკლესიის მეთურისთვის საშობაო საგალობლები და სიმღერები შეასრულეს.  wenews.ge

24.12.2021 | 17:13
მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (2021)

✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან * * * თანამწირველნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო, ისევ მივიწიეთ ჩვენდამი მაღლით გარდამომხილველი ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან, და განვადიდებთ მის ზეციურ სახელს ფსალმუნებითა და საგალობლებით. ღმრთის პირველსაუკუნეთა სიტყვის განკაცება ჩვენი ცხონების…

23.12.2021 | 16:36
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დიდად ვწუხვართ დეკანოზ ელგუჯა ლოსაბერიძის გარდაცვალების გამო. იგი იმ იშვიათ სასულიერო პირთაგანია, რომელიც 70-იანი წლებიდან დაუახლოვდა ეკლესიას და აღარც განშორებია მას. ის გამოირჩეოდა აქტიური ცხოვრებით, გულწრფელობით, თავისი სამწყსოსადმი სიყვარულითა და ერთგულებით. აღვავლენთ ლოცვებს დეკანოზ ელგუჯას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მის ახლობლებსა და მრევლს მოანიჭოს მშვიდობა. patriarchate.ge

22.12.2021 | 17:50
კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა ონკოლოგიური პაციენტები მოინახულა [ფოტო]

ამა წლის 21 დეკემბერს უნეტარესმა ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ ადგილობრივი ონკოლოგიური საავადმყოფო მოინახულა და პაციენტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მოულოცა. პაციენტებთან შეხვედრისას მისმა უნეტარესობამ სანუგეშო სიტყვა წარმოსთქვა და აღნიშნა: “ეს დაავადება ოდესღაც განუკურნებელი იყო, ახლა კი – არა. სამედიცინო მეცნიერება მუდმივად პროგრესირებს და ვითარდება და სთავაზობს განკურნებას ამ დაავადებით დასნეულებულ ბევრ ჩვენს…

Τα σημαντικότερα νέα