ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
31.01.2022 | 18:28
მსოფლიო პატრიარქმა ნინოობა ქართველებთან ერთად იზეიმა [ფოტო]

2022 წლის 27 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, კონსტანტინეპოლის (სტამბოლი) ედირნეკაპის წმინდა გიორგის ეკლესიას ესტუმრა, სადაც გადახდილ იქნა წმიდა ნინოს სავედრებელი პარაკლისი ქართულ ენაზე, რომელსაც მრევლის გარდა დაესწრო რომის კათოლიკე ეკლესიის სამოციქულო ვიკარი სტამბოლში ეპისკოპოსი მაქსიმილიანე, პრუსის მიტროპოლიტი იოაკიმე, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ინგა კიკვაძე, და სხვები. პარაკლისის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა…

28.01.2022 | 19:07
ინგლისის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო პატრიარქი დიდ ბრიტანეთში მოიწვია

ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას წერილი გაუგზავნა, სადაც ქრისტესშობის დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა. მან ასევე ხაზი გაუსვა და მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის სამთავარეპისკოპოსოს (მსოფლიო საპატრიარქო), რომ გაჭირვებულ მოქალაქეებს ეხმარება და უფასო სადილს ურიგებს. წერილში მან დასძინა, რომ 2022 წელს ბორის ჯონსონი მსოფლიო პატრიარქს ინგლისში ელოდება და აღნიშნა: “მოუთმენლად ველით მისი ყოვლადუწმინდესობის…

28.01.2022 | 19:06
მსოფლიო საპატრიარქოში წმ. იოანე ოქროპირის ხსენება აღნიშნეს [ფოტო]

27 იანვარს მსოფლიო საპატრიარქო წმინდა დიდი მღვდელმთავრისა და ეკლესიის მასწავლებლის, იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი წმინდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო. ტრადიციისამებრს მსოფლიო პატრიარქმა საპატრიარქო კათედრაზე მისი წინამორბედის, წმინდა იოანე ოქროპირის ხატი დააბრძანა, ხოლო კათედრის წინ მისი წმინდა ნაწილები. wenews.ge

28.01.2022 | 19:03
მაცხოვრის საფლავზე ზამთრის პირველი თოვლი მოვიდა [ფოტო]

წმინდა ქალაქ იერუსალიმში მიმდინარე ზამთრის პირველი თოვლი მოვიდა, მაცხოვრის საგლავზე თოვლის მოსვლა ნამდვილი იშვიათობაა. საპატრიარქოს ეზოში იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე გამოვიდა და სამღვდელოებასთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. wenews.ge

27.01.2022 | 17:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მეუფე დიმიტრის გარდაცვალების გამო

ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო დიდია ჩვენი გულისტკივილი ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოესი დიმიტრის (კაპანაძე) გარდაცვალების გამო. იგი 46 წლისა წავიდა ჩვენგან და, მიუხედავად ახალგაზრდობისა, შეძლო სერიოზული კვალი დაეტოვებინა საქართველოს ეკლესიის იტორიაში. 21 წლის ასაკში აღიკვეცა მონოზვნად, 9 წლის წინ კი მღვდელმთავრად იქნა გამორჩეული. ორი წელი მარგვეთისა და უბისის,…

26.01.2022 | 16:45
საეკლესიო კალენდარი: 26 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 იანვარს მოწამე ერმილეს და სტრატონიკეს, ღირსისა იაკობის და ღირსი მაქსიმე კავსოკალივიტის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე წმიდა მოწამენი ერმილე და სტრატონიკე სლავები იყვნენ. ისინი ქალაქ სინღიდოში (ბელგრადში) ცხოვრობდნენ ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ლიკინიუსის (307-324) დროს და…

25.01.2022 | 18:05
საეკლესიო კალენდარი: 25 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 იანვარს მოწამე ტატიანას და მასთან რომში წამებულთა, მოწამე მერტის, მოწამისა პეტრე აბესალომიელის, ღირსი ევპრაქსიას, ასევე ღირს მარტინიანეს და გალაქტიონ ბელოზერელების ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამენი: ტატიანა და მის თანა რომში წამებულნი წმიდა მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში დაიბადა….

24.01.2022 | 15:34
გარდაიცვალა მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)

მწუხარებით ვიუწყებით, რომ ა.წ. 23 იანვარს, კვირას, ღვთივგანისვენა ხორნაბუჯის, ჰერეთისა და ნეკრესის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ (კაპანაძე); იგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ახალგაზრდა და ფრიად ღირსეული მღვდელმთავარი. დაკრძალვა შედგება ხუთშაბათს, 27 იანვარს, 14 საათზე დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებს და ყველას, ვინც იცნობდა მეუფე დიმიტრის, უყვარდა და პატივს სცემდა მას. patriarchate.ge

20.01.2022 | 18:08
გარდაიცვალა რუსეთის ეკლესიის უპირატესი და უხუცესი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ვლადიმერი

2022 წლის 19 იანვარს, ღმრთის განცხადების – უფლის ნათლისღების დღესასწაულზე, 92 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ღმრთივმიიცვალა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით უპირატესი და ასაკით უხუცესი მღვდელმთავარი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვლადიმერი (კოტლიაროვი). ერში ვლადიმერ საბას ძე კოტლიაროვი დაიბადა 1929 წლის 27 მაისს ყაზახეთში, ქ. აქტიუბინსკში, დიაკვნის ოჯახში. 1953 წლის 22 მაისს ხელი დაასხეს დიაკვნად, იმავე წლის 24…

Τα σημαντικότερα νέα