ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.05.2022 | 17:37
სერბეთის პატრიარქი მონტენეგროს ეწვია [ფოტო]

სრულიად სერბეთის პატრიარქი უწმინდესი პირფირე სამოციქულო ტურნეს განაგრძობს, ამჯერად მისი უწმინდესობა მთაშავეთს (მონტენეგროს) ეწვია. მონტენეგროს სახელმწიფოში არსებული ეკლესია სერბეთის საპატრიარქოს იურიზდიქციას ეკუთვნის. პატრიარქს სრულიად მონტენეგროს მიტროპოლიტმა იოანიკიმ უმასპინძლა. wenews.ge

12.05.2022 | 17:18
დიდი სამღვდელო კრება პოლონეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში [ფოტო]

ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის უნეტარეს მიტროპოლიტ საბას ხელმძღვანელობით პოლონეთში ჩატარდა დიდი და გაფართოებული სამღვდელო კრება, რომელსაც სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან ესწრებოდნენ. გაიმართა მსჯელობა და დისკუსია სხვადასხვა აქტიალურ საკითხებზე. wenews.ge

12.05.2022 | 17:16
სერბეთის პატრიარქი პორფირე ბოსნიას სტუმრობს [ფოტო]

მისი უწმინდესობა სრულიად სერბეთის პატრიარქი პორფირე მას შემდეგ რაც აღსაყდრებულ იქნა ბელგრადის კათედრაზე, აქტიურად განაგრძობს სამოციქულო ტურნეს მთელი სერბეთის ეკლესიის მასშტაბით. ამჯერად პატრიარქი ეწვია ბოსნიის ქალაქ ტრებნიეს და მოინახულა გარდაცვლილი სერბი მღვდელმთავრის ეპისკოპოს ათანასეს (იევტიჩი) საფლავი. ქალაქის საკათედრო ტაძარში გაიმართა საზეიმო დოქსოლოგია. wenews.ge

12.05.2022 | 17:14
მძიმე მოტეხილობით ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე ჰოსპიტალში მოათავსეს

სრულიად ბულგარეთის პატრიარქი უწმინდესი ნეოფიტე მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილის მძიმე მოტეხილობით ჰოსპიტალიზებულია. მისი უწმინდესობა 76 წლისაა. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ქრისტესმიერ ჯანმრთელობას უსურვებს მის უწმინდესობას. wenews.ge

12.05.2022 | 17:12
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

წელს, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც, ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ. სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, –…

11.05.2022 | 16:03
“დადექით უფლის მიერ შეჩვენებული [რუსული] “საეკლესიო“ იმპერიალიზმის წინააღმდეგ” – ალექსანდრიის პატრიარქი ეპისკოპოსებს მიმართავს

რუსეთის ეკლესიის შეჭრასთან დაკავშირებით ახალი განგაშის ზარი ალექსანდრიის პატრიარქისგან ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპი და პატრიარქი თეოდორე, ახალი ცირკულარით, კიდევ ერთხელ რეკავს განგაშის ზარს, იმის შესახებ, თუ რა ხდება აფრიკის კონტინენტზე, მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილების შემდეგ, უძველესი საპატრიარქოს კანონიკურ ფარგლებში შექმნას თავისი ეგზარქია. Უფრო დეტალურად, თავის ცირკულარში, მისი უნეტარესობა საუბრობს მართლმადიდებლური სამრევლოების მიტაცებაზე, საპატრიარქოსაგან განდგომილი მღვდლებისა…

10.05.2022 | 16:42
ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს საქართველო”- მსოფლიო პატრიარქი ქართველ ბავშვებს

2022 წლის 3 მაისს, კოსტანტინეპოლში არსებული ქართული სამრევლოს ბავშვები ესტუმრნენ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს, მსოფლიო პატრიარქმა ქართველი ბავშვები დალოცა და გამამხნევებელი სიტყვით მიმართა: „მე მიყვარხართ თქვენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ხართ, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართველები ხართ. ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს საქართველო. გვიყვარხართ და კვალაც გვეყვარებით, და განვაგრძობთ თქვენს თანადგომასა და მზრუნველობას“ wenews.ge

10.05.2022 | 16:39
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს: ,,დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!” wenews.ge

09.05.2022 | 18:10
საქართველოს ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის საპატრიარქოში

საქართველოს ეკლესიის დელეგაცია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ხელმძღვანელობით იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, ინფორმაციას საპატრიარქოს პრეს-სამსახურის გვერდი ავრცელებს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა ამა წლის 5 მაისს იერუსალიმში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მეთაურობით, იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს ეწვია. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის ურთიერთობაზე,…

Τα σημαντικότερα νέα