იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 8 ნოემბერს (შესწორებული სტილით 21 ნოემბერს) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა – მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულს აღნიშნავს. საბჭოთა ათეისტურმა მმართველობამ მრავალი ტაძარი და მონასტერი დაანგრია, მათ შორის ქ. ქუთაისში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრებიდან, ორი მათგანი კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა და მიწასთან გაასწორა. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის…
დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად, 2021 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნული დაჯილდოების შესახებ ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს ხსენებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა “სულიერი და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და…
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდება საქართველოს ყველა ეკლესიაში. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან ღვთიმსახურების ტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. წირვა დაიწყება 10:00 საათზე. patriarchate.ge
დეკანოზ რევაზ ტომარაძის გარდაცვალების გამო წავიდა ჩვენგან აჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, საეკლესიო კითხვის ძველი წესის საუკეთესო მცოდნე, ძველი თაობის გამორჩეული მოძღვარი, დეკანოზი რევაზ ტომარაძე. ღმერთმა განუსვენოს მის უკვდავ სულს მართალთა სავანეში, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და მრევლს მომადლოს ლოცვის ძალა და მშვიდობა. patriarchate.ge
ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატია. ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და…
საპატრიარქოს პალიატიური მზრუნველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ თბილისის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი და ჰოსპისი “ფერისცვალების” ხელმძღვანელი, იღუმენია მარიამი (მიქელაძე) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
“ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ შევიკრიბეთ სერბეთის პატრიარქ პავლეს კურთხეული ხსოვნის აღსანიშნავად. დღეს ზუსტად თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა ის თავის მკლავებში მირქვა. დღეს მისი ხსოვნა ძალიან ნათელია ჩვენში, მართლმადიდებელ სერბებში და არა მხოლოდ იმ სერბებში, რომლებიც დადიან ეკლესიაში და ლოცულობენ, არამედ სხვა სერბებსა და ამ ქვეყნის ყველა არ ქრისტიან მოქალაქეს შორის. ნეტარი…
2021 წლის 15 ნოემბერს სრულიად სერბეთის ნეტარხსენებული პატრიარქის უწმიდესი პავლეს გარდაცვალების მეთორმეტე წლისთავზე, უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საღმრთო ლიტურგია აღავლინა რაკოვიცას მონასტერში, სადაც დაკრძალულია პატრიარქი პავლე. საღმრთო ლიტურგიის განსრულების შემდეგ უწმიდესმა პატრიარქმა პორფირემ პანაშვიდი აღასრულა უწმიდესი პატრიარქის პავლეს საფლავთან. ღმრთისმსახურების დასასრულს პატრიარქმა პორფირემ წარმოთქვა სიტყვა და დასძინა, რომ პატრიარქი პავლე იყო, არის და იქნება…
ბენილუქსის ქვეყნების მართლმადიდებელ მღვდელმთავართა საშემოდგომო კრება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. კრებას თავმჯდომარეობდა მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბელგიის მიტროპოლიტი ათინაგორა. კრებაში სხვა ადგილობრივ ეკლესიათა მღვდელმთავრებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი. კრებამ განაჩინა: “კორონავირუსული ინფექციის საგანგაშო გავრცელების პირობებში მედიცინის ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინება გვიჩვენებს, რომ ჯერჯერობით ვაქცინაცია, სხვა დამცავი ზომების პარალელურად, ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაავადების…