ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის გრიგოლის მიმართვა უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინტრონიზაციის 44-ე წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების დღე. ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს, უძველეს საპატრიარქო საყდარს და უშუალოდ კათოლიკოს–პატრიარქს, უწმიდესსა…
გუშინ, ახალი სტილით 25 დეკემბერს ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსმა სადღესასწაულო ღმრთისმსახურება ტირანას საკათედრო ტაძარში აღასრულა. wenews.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავარმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 25 დეკემბერს კათოლიკოს-პატრიარქის 44 წლიანი ღვაწლის შესახებ ამბიონიდან იქადაგა. ,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ეკლესიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს უძველეს სამოციქულო ეკლესიის საყდარზე აღსაყდრდა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე! 44 წელი შესრულდა მისი პატრიარქობის და 141 პატრიარქიდან პირველი არის ვინც ამდენი…
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, ტირანისა და სრულიად ალბანეთის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა ანასტასიოსი მსოფლიო პატრიარქს გამამხნევებელი განცხადება გააკეთა. განცხადებაში მისი უნეტარესობა ანასტასიოსი აღნიშნავს: “ქრისტესშობის დღესასწაულის წინა დღით ძალზედ სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ, რომ ჩვენი საყვარელი მსოფლიო პატრიარქი უფალთა უფალი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. მთელი გულით ვუსურვებთ…
მას შემდეგ, რაც მის ყოვლადუწმინდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება გახდა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დასტაბილურდა. ბოლო მონაცემებით მის ყოვლადუწმინდესობას არ აღენიშნება კოროანვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები (ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ხველება და ა.შ.) და თავს ძალიან კარგად გრძნობს. მას შემდეგ, რაც შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული საკარანტინო პერიოდი, მისი ყოვლადუწმინდესობა დატოვებს…
თქვენო უწმინდესობავ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით გილოცავთ თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეოთხე წელს. განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. აღსაყდრების დღიდან თქვენ მიზნად დაისახეთ სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება, რაც შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების გარეშე. სწორედ თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა…
ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა საპატრიარქო რეზიდენციაში რუმინელი მომღერლები მიიღო, რომელთაც რუმინეთის ეკლესიის მეთაურისთვის საშობაო სიმღერები შეასრულეს. პატრიარქმა დანიელმა სტუმრები დალოცა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. wenews.ge
დღეს, 23 დეკემბერს ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპსა და პატრაირქ უნეტარეს თეოდორეს რეზიდენციაში ახალგაზდრები ესტუმრნენ, სადაც მათ ალექსანდრიის ეკლესიის მეთურისთვის საშობაო საგალობლები და სიმღერები შეასრულეს. wenews.ge
✠ ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის სისავსეს მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი ქრისტე მაცხოვრისაგან * * * თანამწირველნო ძმანო და კურთხეულნო შვილნო, ისევ მივიწიეთ ჩვენდამი მაღლით გარდამომხილველი ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან, და განვადიდებთ მის ზეციურ სახელს ფსალმუნებითა და საგალობლებით. ღმრთის პირველსაუკუნეთა სიტყვის განკაცება ჩვენი ცხონების…