ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ქრისტეშობის დიდ დღესასწაულს. დღეს ცა და ქვეყანა ზეიმობს. დღეს ცა და ქვეყანა გალობს საგალობელს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება! ეს მიგვითითებს იმაზე, რომ უნდა ვადიდოთ უფალი და მშვიდობა იქნება ქვეყანასა ზედა და ადამიანთა შორის სათნოება და სიყვარული. დიდი განსაცდელი გამოვიარეთ ჩვენ და შეიძლება კიდევ იყოს…
2021 წლის 28 დეკემბერს გაიმართა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის სატელეფონო საუბარი ვაშინგტონის უნეტარეს მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან. მისმა უწმინდესობამ თანამოსაუბრეს მიულოცა ქრისტეს შობის დღესასწაული, რომელიც ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღინიშნება იულიუსის ახალი კალენდრით, და დამდეგი ახალი წელი. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ და უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა ერთმანეთი დაარწმუნეს ერთურთზე ლოცვებით და გააცნეს ინფორმაცია…
დღეს, 2021 წლის 29 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, ბატონი შალვა პაპუაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარე უწმინდესს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ეწვია. patriarchate.ge
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე მეათემ ანტიოქიის ეკლესიის სახელით მსოფლიო პატრიარქს გამამხნევებელი წერილი გაუგზავნა და ჯანმრთელობა უსურვა. wenews.ge
საქართველოს საპატრიარქოს გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მიუნხენის წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს სახელმწიფოს რომელიმე უმაღლესი მმართველი შტოს მეთაურმა, მიუხედავად მისი პირადი რწმენისა თუ შესაძლო პირადი პატივისცემისა, საჯაროდ არასოდეს უნდა დაიჩოქოს რომელიმე რელიგიური ლიდერის წინაშე. ეს არის უპატივცემულობა სახელმწიფოსი, უმაღლესი სახელმწიფო…
2021 წლის 25 დეკემბერს რუმინეთის საპატრიარქომ ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნა. ბუქარესტისა და სრულიად რუმინეთის უნეტარესმა პატრიარქმა დანიელმა ცისკარი და საღმრთო ლიტურგია ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა. მსახურებაში მონაწილეობდნენ რუმინეთის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და სასულიერო პირები. wenews.ge
2021 წელს ლიტურგიკის ქართულენოვან გამოცემებს ოთხი ახალი წიგნი შეემატა. გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, ცნობილმა ქართველმა ლიტურგისტმა, თეოლოგმა, მღვდელმა მიქაელ კვანტალიანმა 2021 წელს ოთხი ახალი წიგნი შექმნა და გამოსცა ლიტურგიკაში. ვულოცავთ მამა მიქაელსა და ქართულ თეოლოგიურ სამეცნიერო საზოგადოებას აღნიშნული წიგნების გამოცემას. გთავაზობთ ხსენებული გამოცემების ჩამონათვალს: “ლიტურგიკა – პარაკლიტონის პერიოდის ღვთისმსახურება” “ლიტურგიკა – წირვაში წმინდა…
დღეს, 28 დეკემბერს კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, რომელსაც უძღვებოდა მოსაყდრე, ლამბის მიტროპოლიტი ირინეოსი სამი კანდიდატი დაასახელა. 2022 წლის 11-12 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სამი კანდიდატიდან გამოირჩევს კრეტის ახალ მთავარეპისკოპოსს. კრებამ კანდიდატებს შორის დაასახელა: 1. რეთიმნის მიტროპოლიტი ევგენი – 7 ხმა 2. კისამისა და სელინის მიტროპოლიტი ამფილოქე – 7 ხმა 3. პეტრას მიტროპოლიტი გერასიმე –…
2021 წლის 25 დეკემბერს ანტიოქიის საპატრიარქომ ქრისტესშობის დღესასწაული აღნიშნა. ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ ცისკარი და საღმრთო ლიტურგია დამასკოში აღავლინა. მსახურებაში მონაწილეობდნენ ანტიოქიის საპატრიარქოს ეპისკოპოსები და სასულიერო პირები.