ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
09.12.2021 | 16:37
რუმინეთის ეკლესია საშობაოდ უპოვართათვის საკვებსა და ტანსაცმელს აგროვებს [ფოტო]

უნეტარესი სრულიად რუმინეთის პატრიარქის დანიელის ლოცვა-კურთხევით რუმინეთის საპატრიარქოს ყველა ეპარქია საშობაოდ მოამზადებს საკვებსა და ტანსაცმელს უპოვართათვის გადასაცემად. გთავაზობთ ფოტომასალას, თუ როგორ ემზადება რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება და მრევლი ქრისტეს შობის დღესასწაულისთვის უპოვართა გასახარებლად. wenews.ge

09.12.2021 | 16:35
კორონავირუსის გართულებით გარდაიცვალა ბერძენი არქიმანდრიტი ნიკოლოზი

2021 წლის 8 დეკემბერს, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხალკიდოს ეპარქიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ვერნეზუ) 46 წლის ასაკში კორონავირუსული ინფექციის გართულებით ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი ნიკოლოზი. wenews.ge

09.12.2021 | 16:31
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

ბატონ თამაზ ტყემალაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ბატონი თამაზის გარდაცვალებამ დიდი გულისტკივილი გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში. მას ყველა იცნობდა და პატივს სცემდა, პირველ რიგში, როგორც პატრიოტ პიროვნებას, რომელიც თავის თავში ქართველი კაცის საუკეთესო თვისებებს აერთიანებდა. იგი მუდამ ცდილობდა თავისი მრავალრიცხოვანი მსმენელი ეროვნული სულისკვეთების თანაზიარი გაეხადა, და მიუხედავად ჩვენი მძიმე დროისა, ამას აღწევდა კიდეც. აღვავლენთ ლოცვებს ბატონი…

09.12.2021 | 16:29
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

ა.წ. 9 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ქალბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს…

08.12.2021 | 17:28
კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი

2021 წლის 7 დეკემბერს, გამთენიისას, კორონავირუსული ინფექციის გართულების შედეგად, 68 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა ფოთისა და ხობის ეპარქიის ქიროტონიითა და ასაკით უპირატესი მღვდელმსახური, ქ. ფოთის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეიმურაზ გოგიაშვილი. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის ოფიციალურმა ფეისბუქგვერდმა გაავრცელა. დეკანოზი თეიმურაზი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ქიროტონიით ერთ-ერთი უხუცესი სასულიერო პირი…

07.12.2021 | 17:58
ლონდონის აია სოფიაში საშობაო ღონისძიება ჩატარდა [ფოტო]

2021 წლის 2 დეკემბერს მსოფლიო საპატრიარქოს თიატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას ლოცვა-კურთხევით, ინგლისის მართლმადიდებელი ეპარქიის მგალობელთა გუნდმა საშობაო ღონისძიება ლონდონის აია სოფიას საკათედრო ტაძარში ჩაატარა. საშობაო კონცერტზე საშობაო შინაარსის საგალობლები და საეკლესიო სიმღერები სხვადასხვა სამრევლოების გუნდებმა წარმოადგინეს. საეკლესიო და საშობაო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საპატრიარქოს აგარაკ-ტაშირის, დმანისის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).  …

07.12.2021 | 17:57
გარკვეულ მღვდლებს რომ ვუსმენ, მგონია, ეკლესიაში ისევ შუა საუკუნეებია – მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თეოლოგიის დოქტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, მესინიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილში არსებულ ფანატიზმზე ისაუბრა. “გარკვეული სასულიერო პირები, რომლებიც დღე და ღამე სიბნელესა და შხამს ქადაგებენ ამბიონიებიდან, მიქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ჩვენს წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ კიდევ შუა საუკუნეებია… ხშირად ჩემს თავს ვეკითხები: “ჩვენი კლიროსი (სამღვდელოება) წიგნებს არ…

07.12.2021 | 17:55
იერუსალიმის საპატრიარქო თავის მრევლს ნებას რთავს შობა 25 დეკემბერსაც აღნიშნონ

2021 წლის 27 ნოემბერს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საშობაო ენციკლიკა ბერძნულ და არაბულ ენებზე გამოსცა. ენციკლიკაში უნეტარესი პატრიარქი თეოფილე სასულიერო პირებს მოუწოდებს იულიუსის კალენდრის შესწორებული (ე.წ. ახალი ) სტილით 25 დეკემბერს ტაძრებში წმიდა სპირიდონ საკვირველთმოქმედის, ტრიმითუნტელი ეპისკოპოსის მსახურებასთან ერთად, საშობაო კატავასიები და სხვადასხვა საგალობელი იგალობონ. საშობაო საღმრთო…

07.12.2021 | 17:53
დიდება უფალს ყველაფრისთვის – კრეტის მთავარეპისკოპოსის რეაქცია მისი გადაყენების შემდეგ

როგორც ცნობილია კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი მძიმე სნეულებით არის დაავადებული. კრეტის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ირინეოსის თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება, მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, რათა მოხდეს ახალი მეთაურის არჩევა. მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა გადაწყვიტა დააკმაყოფილოს კრეტის ეკლესიის წმიდა სინოდის თხოვნა და კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი პენსიონერი მღვდელმთავრების დასში გადაიყვანა, ხოლო კრეტის სამთავარეპისკოპოსო კათედრა დაქვრივებულად გამოაცხადა. მთავარეპისკოპოს ირინეოსს განესაზღვა…

Τα σημαντικότερα νέα