ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.12.2021 | 17:37
ვატოპედის მონასტრის მეტოქიონი ნიკოლოზობის დღესასწაულს ზეიმობს [ფოტო]

დღეს, 6 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიათა უმრავლესობა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიელი მთავარეპისკოპოსოს ხსენებას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის ქსანთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მეტოქიონი, რომელიც ახალი სტილით აღნიშნავს საეკლესიო დღესასწაულებს, დღეს, 6 დეკემბერს წმინდა სასწაულმომქმედი ნიკოლოზის ხსენებას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია პორტო ლაღოს მეტოქიონში ქსანთის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა აღავლინა. მსახურებაზე გალობდნენ და…

05.12.2021 | 20:29
საპატრიარქოსთან გამართული ანტივაქსერული აქციის მოთხოვნა გაუგებარია – დეკ. ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დღეს, 2021 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოსთან გამართულ ანტივაქსერული შინაარსის საპროტესტო აქციას და აცხადებს: “ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიცია არაერთხელ დაფიქსირდა სინოდის და საპატრიარქოს განცხადებებში. დღეს საპატრიარქოსთან სრულიად შეუთანხმებლად ზვიად ტომარაძის გამართული აქცია, მოთხოვნით,- “ვინმე მაინც შეგვხვდეს” სრულიად გაუგებარია. წინასწარი შეთანხმების გარეშე,…

05.12.2021 | 20:08
მეუფე იაკობი – მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია, მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება

ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ხალხისთვის და არა რაღაცებისთვის, უტოპიური რაღაცებისთვის, მესიანიზმის დრო წავიდა, მესია ერთია – მაცხოვარი, სხვა ვერავინ ვერ იქნება. საქართველოს ღმერთი იფარავს, საქართველოს ღვთისმშობელი იფარავს და არავინ არ დაიბრალოს თავის თავზე, რომ მე ვიქნები თუ სხვა, ჩვენს გარეშე თითქოს საქართველო არ განვითარდება, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. როგორც მეუფე…

05.12.2021 | 19:57
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილს 7-გზის ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობის რეჟიმში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მეუფე ნიკოლოზი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მღვდელმთავარმა მიხეილ სააკაშვილს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო შეუსრულა. სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა: “დღეს…

05.12.2021 | 19:53
რომის პაპი საბერძნეთის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს ეწვია [ფოტო]

რომის პაპი ფრანცისკე ეწვია უნეტარეს ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმე მეორეს. პაპი დღეს დილით საბერძნეთში ჩავიდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან. wenews.ge

04.12.2021 | 19:43
ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის ლოცვა მოსკოვის კათედრალში

2021 წლის 3 დეკემბერს (ახ.სტ.) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულის წინა საღამოს ლოცვა მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღავლინა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარს თანამსახურებდნენ: პოდოლისა და ლიუბერეცის მთავარეპისკოპოსი აქსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი – ისტრინის ეპისკოპოსი სერაფიმე და სხვა სასულიერო პირები. 4 დეკემბერს (ახ.სტ.) რუსეთის ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების…

03.12.2021 | 17:36
ანტიოქიის პატრიარქი არაბეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს [ფოტო]

მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი იოანე მეათე განაგრძობს თავის ოფიციალურ ვიზიტს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გასულ დღეებში პატრიარქს ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების რელიგიის საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც გაიმართა საქმიანი საუბრები სხვადასხვა საკითხზე. wenews.ge

03.12.2021 | 17:34
დურახანის მამათა მონასტრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ელადის (საბერძნეთი) ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იოანინას ეპარქიის დურახანის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ათანასე 2021 წლის 30 ნოემბერს კორონავირუსული ინფექციის გართულებით საავადმყოფოში გარდაიცვალა 78 წლის ასაკში. მრავალმოწყალე უფალმა შეიწყალოს და ცათა სასუფეველში დაამკვიდროს მის უკვდავი სული. wenews.ge

03.12.2021 | 17:33
არ ვაპირებ ანტივაქსერ მღვდლებს ხელფასი გადავუხადო – უნეტარესი ქრიზოსტომოს II

კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოს მეორე სამღვდელოების ანტივაქსერ ნაწილს ამხელს და მოუწოდებს, დაემორჩილონ კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებას, რომლის მიხედვით კორონავირუსული პანდემიის დასრულების ერთადერთ გზას ვაქცინაცია წარმოადგენს. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი მღვდლებს აფრთხილებს, რომ მათ თავიანთი ანტივაქსერული გამოსვლების გამო შეუწყდებათ ხელფასები და აღნიშნული თანხა კოვიდსამკურნალო კლინიკებს გადაეცემათ,…

Τα σημαντικότερα νέα