ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.09.2021 | 17:09
შეხვედრა ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტთან თანამშრომლობისთვის

2021 წლის 15 სექტემბერს დისტანციური შეხვედრა გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და ქალბატონმა ნოტაკერმა, რომელიც ეკლესიის მთავარი მრჩეველია ეკლესიასა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, განიხილეს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. რექტორმა მოკლედ ისაუბრა საქართველოს…

22.09.2021 | 17:01
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა ხარაგაულის

2021 წლის 21 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნუნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, წირვის დასასრულს გაიმართა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული.   Bishop Melkhisedek Khachidze/facebook 

21.09.2021 | 16:48
მეუფე შიო – დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ღვთისმშობელი, როგორც დედა, გვმფარველობს

დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი. დღეს უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც…

20.09.2021 | 17:10
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ…

20.09.2021 | 13:47
საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, – ნათქვამია საქართველოს…

17.09.2021 | 18:28
საეკლესიო კალენდარი : 17 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 17 სექტემბერს ღირსი სვიმეონის, გარეჯის წინამძღვრის, მღდელმოწამისა ბაბილას, დიდი ანტიოქიის ეპისკოპოსის ასევე იოასაფ ბელგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. ღირსი სვიმეონ გარეჯელი ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო…

16.09.2021 | 16:15
ღირსი მართა, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428) – 1 (14) სექტემბერი

ოცი წლის მანძილზე ეძებდა შვილს წმინდა მართა და რა შეიტყო შვილის ადგილსამყოფელი, მაშინვე მის სანახავად წარვიდა, თან ცხარედ ტიროდა. სვიმეონმა არ ისურვა მასთან შეხვედრა, მაცნე გაგზავნა და დააბარა: – ნუ შემაწუხებ, დედაო, თუ დავიმსახურებთ, იმქვეყნად შევხვდებით! ქალს კიდევ უფრო მეტად მოუნდა შვილის ნახვა. წმინდანმა ისევ შემოუთვალა და შეევედრა, მცირე ხნით გაჩუმებულიყო. დედა იქვე დაწვა და…

16.09.2021 | 16:13
სასწაული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, რომელი იყო მიასინეს (+864) – 01 (14) სექტემბერი

იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741 წლები) ხელმწიფობისას, ხატთაყვანისმცემელთა დევნისას, მიასინეს სავანის (სომხეთში, ქ. მელიტინის მახლობლად) კუთვნილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ღვთისმბრძოლებმა აზურის ტბაში შთააგდეს. ასზე მეტი წლის შემდეგ, როცა კვლავ იზეიმა მართლმადიდებლობამ, ხატი სრულიად დაუზიანებლად ამოტივტივდა ტბის ზედაპირზე. ეკლესია ყოველწლიურად იხსენიებს 864 წლის 01 სექტემბერს მომხდარ ამ სასწაულს. ტროპარი: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, ნავთსაყუდელო და შესავედრებელო კაცთა…

15.09.2021 | 17:43
საეკლესიო კალენდარი: 15 სექტემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას , ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი…

Τα σημαντικότερα νέα