ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.11.2021 | 14:42
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ გიორგობას! წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენს გარშემო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან. ადამიანი არის მისი მფარველობის ქვეშ. თქვენ გახსოვთ უფლის სიტყვები ჯვარცმისას: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რასათვის მიმატოვე მე?“ წმინდა გიორგისაც დიდი განსაცდელი შეემთხვა,…

22.11.2021 | 16:47
პოლონეთის ეკლესიის მეთაურმა მღვდლად ქიროტონია აღასრულა [ფოტო]

პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ ვარშავის საკათედრო ტაძარში აღასრულა მღვდლად კურთხევის საიდუმლო. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმა, მღვდელმთავარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია აღასრულოს მღვდლად კურთხევა თუ სამღვდელო კანდიდატს გააჩნია უმაღლესი სასულიერო განათლება. wenews.ge

22.11.2021 | 16:45
ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრები, რომლებიც კომუნისტებმა დაანგრიეს

იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 8 ნოემბერს (შესწორებული სტილით 21 ნოემბერს) საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა – მთავარანგელოზთა კრების დღესასწაულს აღნიშნავს. საბჭოთა ათეისტურმა მმართველობამ მრავალი ტაძარი და მონასტერი დაანგრია, მათ შორის ქ. ქუთაისში მდებარე წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრებიდან, ორი მათგანი კომუნისტურმა რეჟიმმა შეიწირა და მიწასთან გაასწორა. წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის…

22.11.2021 | 16:41
პუტინმა პატრიარქი კირილე დააჯილდოვა ანდრია პირველწოდებულის ორდენით [ფოტო, ვიდეო]

დაბადებიდან 75 წლის აღსანიშნავად, 2021 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი – წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენით დააჯილდოვა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებაში აღნიშნული დაჯილდოების შესახებ ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს ხსენებული უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო გადაეცა “სულიერი და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებასა და…

22.11.2021 | 16:40
ინფორმაცია გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით

23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდება საქართველოს ყველა ეკლესიაში. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან ღვთიმსახურების ტრანსლაციას უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებელი. წირვა დაიწყება 10:00 საათზე. patriarchate.ge

22.11.2021 | 16:38
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

დეკანოზ რევაზ ტომარაძის გარდაცვალების გამო წავიდა ჩვენგან აჩისხატის ტაძრის წინამძღვარი, საეკლესიო კითხვის ძველი წესის საუკეთესო მცოდნე, ძველი თაობის გამორჩეული მოძღვარი, დეკანოზი რევაზ ტომარაძე. ღმერთმა განუსვენოს მის უკვდავ სულს მართალთა სავანეში, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და მრევლს მომადლოს ლოცვის ძალა და მშვიდობა.   patriarchate.ge

19.11.2021 | 16:53
ივერიის ღვთისმშობლის ხატი ( “კარიბჭის ღვთისმშობელი”)

ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატია. ქრისტეს შობიდან მეცხრე საუკუნეში, ხატმებრძოლი მწვალებლობის სენით შეპყრობილი იმპერატორის თეოფილეს მეფობის დროს მძვინვარებდა პატიოსანი ხატების სასტიკი დევნა. ხატთა თაყვანისცემის აღმსარებელ კეთილმორწმუნე ქრისტიანებს აწამებდნენ, ხოლო თავად წმიდა გამოსახულებებს იღებდნენ ტაძრებიდან და წვავდნენ. ყველა ქალაქსა და…

19.11.2021 | 16:34
გადაცემა “გზაგასაყართან”

საპატრიარქოს პალიატიური მზრუნველობის სამსახურის საქმიანობის შესახებ თბილისის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი და ჰოსპისი “ფერისცვალების” ხელმძღვანელი, იღუმენია მარიამი (მიქელაძე) საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

18.11.2021 | 18:43
მე ვერასდროს ვიქნები პატრიარქ პავლეს მსგავსი, ის იყო საუკუნის პატრიარქი – პატრიარქი პორფირე

“ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ შევიკრიბეთ სერბეთის პატრიარქ პავლეს კურთხეული ხსოვნის აღსანიშნავად. დღეს ზუსტად თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა ის თავის მკლავებში მირქვა. დღეს მისი ხსოვნა ძალიან ნათელია ჩვენში, მართლმადიდებელ სერბებში და არა მხოლოდ იმ სერბებში, რომლებიც დადიან ეკლესიაში და ლოცულობენ, არამედ სხვა სერბებსა და ამ ქვეყნის ყველა არ ქრისტიან მოქალაქეს შორის. ნეტარი…

Τα σημαντικότερα νέα