უწმიდესმა სრულიად სერბეთის პატრიარქმა უწმიდესმა პორფირემ ბელგრადის ერთ-ერთ ტაძარში აღავლინა საღმრთო ლიტურგია, რომელზეც დიაკვნად ხელდასხმა აღასრულა. პატრიარქს თანამსახურებდნენ სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სამღვდელო დასი. wenews.ge
სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ლიტურგიულ ცხოვრებაში არსებობს პრაქტიკა, რომ ყოველწლიურად აღესრულება იაკობ მოციქულის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ლიტურგია. ,,პეტერბურგის სასულიერო აკადემიის სტუდენტები დილით ადრე იკრიბებიან ეკლესიაში ლიტურგიაზე, რომლის დროსაც ხედავენ უჩვეულო ღვთისმსახურებას და ისმენენ სრულიად მათთვის უცხო ლიტურგკულ მსახურებას რომელსაც სწავლობენ და იმეცნებენ” – წერს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიის ოფიციალური გვერდი. წირვა აღავლინა სასულიერო აკადემიის რექტორმა – პეტერჰოფელმა ეპისკოპოსმა…
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, პირეის მიტროპოლიტი სერაფიმე, რომელიც მისი რადიკალური განცხადებების გამოირჩევა ამ ჯერად ვაქცინაციის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ ისინი ვინც ვაქცინას ეწინააღმდეგებიან ძმათა მკვლელები არიან, შემდეგად მათი ადგილი ეკლესიაში არ არის. კითხვაზე თუ რას ეტყვის ათონის მთის ზოგიერთი მონასტრის წინამძღვარს, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდიან აღნიშნა: „ისინი თავიანთ ძმებს კლავენ, მათ კი ეს არ…
გარეგნულადაც ეტყობა მას 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია, – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება ჯანმრთელობას, მე ვიყავი მასთან სულ თავიდან, როდესაც რამდენიმე დღის შემოსული იყო. მე ვნახე ის, სრულიად ჯანმრთელი. ახლა გარეგნულადაც ეტყობა 40 დღის შიმშილი და ძალიან დასუსტებულია. აბსოლუტურად საღად აზროვნებს, ოღონდ ძალიან დასუსტებულია“, –…
2021 წლის 3 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მდებარე სახლში, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე ზვიად გამსახურდია მოკლეს, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სამღვდელო დასსთან ერთად აღავლინა ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდის სულის საოხი პანაშვიდი. მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღესვე მოილოცა ხსენებული სახლის გვერდით მდებარე წმიდა მართალი ლაზარეს აღდგინების სახელობის ახალაგებული…
დღეს, 2021 წლის 4 ნოემბერს, ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, უნეტარესი სრულიად ალბანეთისა და ტირანის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი 92 წლის შესრულდა. უნეტარესი ანასტასიოსი მსოფლიოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს შორის ასაკით ყველაზე უხუცესია. უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი (ერში ანასტასიოს იანულატოსი) დაიბადა 1929 წლის 4 ნოემბერს, საბერძნეთში, ღვთისმოსავ მართლმადიდებელ ოჯახში. ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა საეკლესიო ცხოვრებაში. 1947 წელს ის ჩაირიცხა…
2021 წლის 4 ნოემბერს, ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულზე, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის სახელობის საპატრიარქო ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღავლინა საზეიმო საღმრთო ლიტურგია, რომლის განსრულების შემდეგ შესრულდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სადიდებელი მსახურება. რუსეთის პატრიარქ კირილეს თანამსახურებდნენ: რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი წევრი, ვოსკრესენის მიტროპოლიტი დიონისე; ყოვლადწმიდა სამების სერგის ლავრის წინამძღვრის ადგილმონაცვლე, სერგიევო-პოსადისა და…
საპატრიარქოში არსებობს განყოფილება, სადაც ხდება ამა თუ იმ პატიმარზე შესაბამისი დოკუმენტაციის შემოტანა, დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, ეს საბუთები გადაიგზავნება იუსტიციის სამინისტროში და შემდეგ უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს პატიმრის შეწყალების უფლებამოსილება…
მიხეილ სააკაშვილმა დამავალა, გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრინციპული პოზიცია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. „გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდესობის გზავნილი. პირადად გადავეცი წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ…