ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
08.09.2025 | 17:46
პატრიარქმა შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მიიღო

ამა წლის 6 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გელა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ბატონი მამუკა მდინარაძე მიიღო და დალოცა ოჯახებთან ერთად. sazu.ge

05.09.2025 | 19:37
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ეპარქიის სასულიერო პირი დააჯილდოვა

ამა წლის 30 აგვისტოს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრას წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძარში იღუმენის ხარისხში აიყვანა ამავე სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეფრემი (ამირანაშვილი).   sazu.ge

03.09.2025 | 18:04
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ღირებულებითი განათლების კლუბების დამფუძნებელი მოძღვრების შეხვედრა გაიმართა

ამა წლის 2 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ღირებულებითი განათლების კლუბების დამფუძნებელი მოძღვრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ამავე სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი უძღვებოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ აგრეთვე მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრის წარმომადგენლები, ანი კუდუხაშვილი და მანანა ჯინჭარაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა განვლილი წელი, თბილისის სკოლებში არსებული ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობისადმი…

01.09.2025 | 18:30
საპატრიარქოს დელეგაცია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია

ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია, სადაც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის…

13.08.2025 | 17:43
მიტროპოლიტ შიოს ქადაგება დიდგორობას (ვიდეო)

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა დიდგორობას დიდგორობასთან დაკავშირებული ღონისძიება, დიდგორის ველი  sazu.ge

13.08.2025 | 17:36
მიტროპოლიტი შიო და სხვა სასულიერო პირები დიდგორის ომიდან 904 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ

ამა წლის 12 აგვისტოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები დიდგორის ომიდან 904 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრნენ. მიტროპოლიტმა შიომ ადგილზე შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და დავით მეფის ღვაწლსა და დიდგორის ომის დიდ სახელმწიფოებრივ და სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ…

12.08.2025 | 17:26
მეუფე შიო: ‘როცა ერი ერთიანია, როცა ცხოვრობს ღვთის რწმენით, ლოცულობს, შრომობს და იბრძვის, გამარჯვება გარდაუვალია’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა დიდგორობას თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მთავრობის წევრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულო, ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ და მთელი საქართველო აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ…

12.08.2025 | 17:24
ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) შუასაუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა

ამა წლის 11 აგვისტოს წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლმა (კაცია) წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერობაში უფლის ფერისცვალების სახელობის შუასაუკუნეების ტაძრის განახლებული ტრაპეზი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა რეხის მთავარანგელოზთა სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, მღვდელი გრიგოლ გურგენიძე. sazu.ge

12.08.2025 | 17:23
მიტროპოლიტმა იობმა XVII საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა

ამა წლის 9 აგვისტოს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის XVII საუკუნის ახლად აღდგენილი ტაძარი აკურთხა. ტაძრის წინამძღვრად დადგინდა მღვდელი შიო მჭედლიშვილი. sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα