ა.წ. 10 ივლისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი საზეიმოდ გადაეცა. სიწმინდე ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობამ, კერძოდ, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოაბრძანა 9 ივლისს. წმინდა ნაწილის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადმოცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე…
2017-18 წლებში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში ჩამობრძანდა დროებით. დღეს კი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სიწმინდის ნაწილი საჩუქრად გადმოგვეცა და სამუდამოდ ჩამობრძანდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს. მიუხედავად ამისა, საქართველოსა…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, ადამიამებს მართებთ, ერთმანეთი მეტად გააძლიერონ. „ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოება. ჩვენ გვმართებს, რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ამ ერთობაში ჩვენი, ყველას საკეთებელი საქმე ვაკეთოთ. მეტი თანაგრძნობა გვმართებს. მინდა, სამძიმარი…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედას, თინათინ კახიძეს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ილია მეორის სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „რა თქმა უნდა, შვილის გარდაცვალება თქვენთვის უდიდესი ტრაგედია და ტკივილია, მაგრამ უნდა განგამტკიცოთ რწმენამ მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ლექსო (ალექსანდრე) უკვე გახდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, იგი ცოცხალია და მასთან კავშირის…
9-10 ივლისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი, რომელიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანებს და ქართველ ხალხს გადასცემს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ჯაიშანკარი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს…
პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან, უწმინდესი და უნეტარესისგან ილია მეორისგან საჩუქრები მიიღეს. პატრიარქისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს. სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის. სპეციალური პენიტენციური სამსახური / Special Penitentiary Service of Georgia
🇪🇺 2021 წლის 6 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს მცხეთაში, ჯვრის მონასტრის რეზიდენციაში ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის ესტუმრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს…
ა.წ. 9 ივლისს საქართველოში წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ჩამობრძანდება. სიწმინდე ინდოეთის მთავრობამ საჩუქრად გადასცა საქართველოს. შაბათს, 10 ივლისს, 14 საათზე დედოფლის წმინდა ნაწილებს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეკრებილ მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს. patriarchate.ge
შოთა ქარსელაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდია განსაცდელი, რომლის წინაშეც თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ შოთას მიერ გადადგმული ნაბიჯი, მთელი მისი ცხოვრების მწვერვალია. უფალი ბრძანებს: ,,არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის (ინ.15:13). ბუნებით ისედაც გამორჩეულმა, სამშობლოს გულშემატკივარმა შოთამ ამის მაგალითი უჩვენა საზოგადოებას. თქვენ გლოვა არ გმართებთ, რადგან ასეთნი უფლის სავანის მკვიდრნი ხდებიან; ,,პატიოსან…