ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.11.2020 | 19:00
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის წერილი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკუთარ Twitter-ზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს. “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმიდესობის სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების გამო. ის სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მას ძლიერი და ინსპირაციული ლიდერობით გაიხსენებენ, რომელსაც ახლავს რწმენა, სიბრძნე და სიყვარული“, – ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სამძიმრის…

22.11.2020 | 18:52
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა იერუსალიმის პატრიარქს

  — patriarchate.ge

22.11.2020 | 18:35
საეკლესიო კალენდარი: 22 ნოემბერი

მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ.   დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“ ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული. თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად…

21.11.2020 | 20:47
რუსეთის პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქრიზოსტომოსს, მიტროპოლიტს დაბრო-ბოსნიისა, სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ძვირფასო მეუფე! საყვარელო ძმა-მღვდელმთავარნო! ღრმა მწუხარების განცდით მივიღე შეტყობინება ჩემი ძმისა და თანამსახურის, უწმიდესი პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალების შესახებ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოების, მონაზონთა დასის, მრევლისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ სერბეთის მართლმადიდებელ…

21.11.2020 | 20:43
საბერძნეთის ეკლესიის სამძიმარი სერბეთის საპატრიარქოს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა სერბეთის საპატრიარქოს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ ქრისტესმიერი ძმისა და ჩვენი თანამწირველის პეჩის მთავარეპისკოპოსის, ბელგრად კარლოვიჩის მიტროპოლიტისა და სრულიად სერბეთის პატრიარქ ირინეოსის ღვთივ მიცვალება, რომელიც ათეული წელი უძღვებოდა სერბეთის უწმინდეს ეკლესიას. სერბეთის ქრისტეს უწმინდესი ეკლესიის მწუხარების მთელი…

21.11.2020 | 20:37
ციპრასი: “მქონდა პატივი, პირადად გავცნობოდი პატრიარქ ირინეოსს, ვწუხვარ!”

საბერძნეთის ექს-პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილით ეხმიანება სრულიად სერბეთის უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებას. “წარსულში მქონდა ნეტარი პატრიარქის გაცნობის შესაძლებლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ორ ხალხს შორის ბერძნულ-სერბული ისტორიული ურთიერთობისა და სულიერი კავშირის განმტკიცებაში”, – ნათქვამია წერილში.   — wenews.ge

21.11.2020 | 20:35
მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სერბეთის პატრიარქის გარდაცვალების გამო

სერბეთის უწმიდეს ეკლესიას ბელგრადში ჩვენმა უხუცესმა და პატივცემულმა პატრიარქმა მიიძინა! დამწუხრებულებმა მივიღეთ გარდაცვალების უწყება და ვისწრაფვით გამოვხატოთ სერბეთის უწმიდესი ეკლესიის მიმართ მსოფლიო საპატრიარქოსა და პირადად ჩვენი უმდაბლესობის გულმხურვალე თანაგრძნობა. ამასთან გარწმუნებთ, რომ მრჩობლად ვევედრებით უფალსა ჩვენსა, რომელსაც აქვს ხელმწიფება ცოცხალთა და მკვდართა, განუსვენოს ჩვენგან მიცვალებულის სულს ცოცხალთა ქვეყანაში, მიაგოს მას ეკლესიისათვის გაწეული თავისი მრავალწლიანი და…

21.11.2020 | 20:24
საეკლესიო კალენდარი: 21 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს ახსენებს კრებას წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა – გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. კრება წმიდისა მთვარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა; მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა კრების აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში, ნიკეის I მსოფლიო…

20.11.2020 | 20:00
საეკლესიო კალენდარი: 20 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ნოემბერს წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამეების, ღირსი ლაზარე გალისიელის,; მოწამეთა: მელასიპეს, კასინიას და მათი ძის ანტონინეს, თეოდოტეს, ავქტის, ტავრიონის და თესალონიკიას ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა ოცდაცამეტი მელიტინელი მოწამე წმინდა მოწამენი იერონი, ისიხიოსი, ნიკანდრე, ათანასე, მამაი, ბარაქიოსი, კალინიკე, თეაგენე, ნიკონი, ლონგინოზი, თეოდორე, ვალერიუსი, ქსანთე, თეოდულე, კალიმაქე, ევგენი, თეოდოხე, ოსტრიქიოსი, ეპიფანე, მაქსიმიანე, დუკიტე,…

Τα σημαντικότερα νέα