ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.11.2020 | 19:57
“ტაძრები დაკეტილია, გულები ღიაა”, – კორონიის მიტროპოლიტი პანტელეიმონი

“პავლე მოციქული ურჩევს მორწმუნეებს დღევანდელი სამოციქულოდან (ეფესელთა 4: 1-7), ყოველივე თავმდაბლობის, თვინიერებისა და სულგრძელობის შემდეგ, მოითმინონ ერთმანეთი სიყვარულით… ამიტომ, ახლა, როდესაც ტაძრების კარები დაკეტილია, მოდით, გული ღიად შევინარჩუნოთ და გავუხსნათ უფალს”, – ამ სიტყვებით გაამხნევა ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, კორონიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა თავისი სამწყსო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში სრული კარანტინი მესამე კვირაა, რაც გამოცხადდა. ელადის…

28.11.2020 | 19:05
თბილისში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს

თბილისში, ქავთარაძის 40 ნომერში იაკობ მოციქულის სახელობის ტაძარი აკურთხეს. ეკლესია ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აკურთა. დღეიდან ტაძარში უკვე წირვა-ლოცვები აღევლინება. ტაძრის მშენებლობა 2015 წელს უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაიწო და ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.   — imedinews.ge

28.11.2020 | 19:01
მარხვის დაწყების წინ, პატრიარქი სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართავს

28 ნოემბერს მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შობის მარხვა იწყება, რომელიც 7 იანვარს, მაცხოვრის შობის დრესასწაულზე დასრულდება. ამასთან დაკავშირებით, დრეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებსა და მრევლს მიმართა: “28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებულია თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა). ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო,…

28.11.2020 | 18:55
საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის, მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ…

28.11.2020 | 18:45
მსოფლიო პატრიარქის სამძიმარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის სამძიმრის წერილი უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის, ყოვლადუსამღვდელოესი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის ლაზარეს გარდაცვალების გამო უწმიდესო და უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა, კათოლიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოსი და მიტროპოლიტო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა, ქრისტესმიერ ფრიად საყვარელო და სანატრელო ძმაო და ჩვენთა, მდაბალთა ამათთა თანამწირველო, თქვენს ღრმად პატივცემულ…

27.11.2020 | 16:36
92 წლის დეკანოზმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ პირველი წირვა აღავლინა

უკრაინაში რუსეთის ეკლესიის ზაპოროჟიისა და მელიტოპოლის ეპარქიის კამენო-დნეპროვის სამთავარხუცესოს სასულიერომ პირმა, დეკანოზმა ნიკოლოზ სტუპაკმა 92 წლის ასაკში დაამარცხა კორონავირუსული ინფექცია. სასულიერო პირს კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების დღეებში არ შეუწყვიტავს თავისი საკმაოდ ტევადი პირადი ლოცვითი კანონი, რომელსაც ასევე ამ პერიოდში დაუმატა ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დაუჯდომელი საგალობლის აღვლენა დილასა და საღამოს. დღეს, 27 ნოემბერს, დეკანოზ ნიკოლოზს…

27.11.2020 | 16:22
შავნაბადის წმინდა გიორგის მონასტერი

უძველესი გადმოცემით, ერთ-ერთ ბრძოლაში თეთრცხენოსან ჭაბუკს მტრის სარდალი დაუმარცხებია. მეფეს მისთვის ჯილდოდ შავი ნაბადი უბოძებია. გამარჯვებულებს უახლოეს ეკლესიაში პარაკლისი გადაუხდიათ. მეფესთან ერთად ტაძარში ის გმირიც ყოფილა. ლოცვის შემდეგ მეფეს მოუკითხავს. ჭაბუკი არსად ჩანდა. მაშინ ღმერთს გაუნათებია მათთვის გონება – წმინდა გიორგის ფრესკაში ჭაბუკი მეომარი შეუცვნიათ. იმ დღიდან ამ მთას შავნაბადის მთა დარქმევია, ხოლო ეკლესიას შავნაბადის…

27.11.2020 | 16:18
პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ პატრიარქს გიორგობა მიულოცა

უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია და 43 წელია ის ეკლესიისა და ხალხის წინამძღოლია. „მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს…

27.11.2020 | 16:15
მეუფე შიოს ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) იქადაგა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. მან ჭეშმარიტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ამ გზით დადიოდა. მისი თქმით, „წმინდა გიორგის ხსენება არის მოწოდება, რათა ვებრძოლოთ ბოროტებას და ვპოვოთ მარადიული სიხარული…“ „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს…

Τα σημαντικότερα νέα