მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში…
გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრა გამართა ბაქოში და საიმედო სიგნალი მოვიდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჯაღმაიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას. „ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯთან დაკავშირებით არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედით ვუყურებთ, რომ ეს მოლაპარაკებები…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე ინციდენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომლის შესახებაც სინოდის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. მისივე თქმით, დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ორი მხარე აქვს. კერძოდ, ჯაღმაიძის შეფასებით, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებისა, რომელსაც ამ…
გილოცავთ გიორგობას და უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, რომ ეს არის ცხოველსმყოფელი სული, წყარო და ჩვენი მარადიული ცხონების საწყისი, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს. „გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად…
პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ თანამედროვე ქალაქებში ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. Sputnik საქართველოს რეპორტიორმა ისტორიით მსუნთქავი ქუჩები მოიარა და შთაბეჭდილებები…
საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინეს: ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა; უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ; უნეტარესმა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ; უნეტარესმა წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ; უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ; უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა(03.05.2021) ა.წ. 3 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისში არსებული სასაფლაოები აკურთხა. საფლავები იკურთხა ეპარქიებშიც. patriarchate.ge
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო, ქრისტე აღდგა! „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21). კვლავ დადგა ჟამი დიდებული, – აღდგა უფალი ძალითა ძლიერი,…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მისმა უწმინდესობამ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული, ხატები, სანთლები და სხვა საჩუქრები გაუგზავნა. სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალთა N5, არასრულწლოვანთა N11 და N8, ქუთაისის N2 დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს გლდანის N8 დაწესებულებაში. — patriarchate.ge