ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
29.04.2021 | 17:28
მეუფე შიო – მხოლოდ თავმდაბალ გულში შემოდის სულიწმინდის მადლი, მხოლოდ ეს არის პირობა, რომ გავხდეთ თანაზიარნი ღმერთის ბუნების, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიარებაც ამაო იქნება

გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. ვნების კვირა არის ისეთი პერიოდი წელიწადის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თვალწინ იშლება უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება განსაკუთრებული სიძლიერით და ის, თუ რა გააკეთა მან კაცობრიობისთვის, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების…

29.04.2021 | 14:47
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო თავდაცვის მინისტრი, ბ-ნი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე, ბ-ნი დავით სუჯაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბატონი ჯონი ტატუნაშვილი. მისმა უწმიდესობამ დალოცა სტუმრები, დალოცა ქართული ჯარი, ვეტერანები, სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლები და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ბედნიერი აღდგომა უსურვა. patriarchate.ge

28.04.2021 | 17:31
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წასაღებად შევიდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წაღების მიზნით შევიდა. „ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო. სინამდვილეში, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“. 1tv.ge

28.04.2021 | 16:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა

დღეს საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე ბატონი კახაბერ კუჭავა, რომლიც გაცნობის მიზნით ეწვია მის უწმინდესობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მიღება გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი კახაბერი…

27.04.2021 | 17:16
ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი სამების საპატრიარქო ტაძარში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს: ▪️ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე. ▪️ სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება. ▪️ ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე,…

27.04.2021 | 17:08
2021 წლის ბზობა-ბაიაობის დღესასწაული ანტიოქიის პრეზვიგენულ საპატრიარქოში

დამასკოს საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

26.04.2021 | 18:49
მეუფე ნიკოლოზი – ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მოთხოვნები, არც მწვადი დავწვათ და არც შამფური

მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები, საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. „მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ხალხის ინტერესი. ბევრი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს…

26.04.2021 | 18:34
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ბზობის დღესასწაულზე

ჩვენთან არს ღმერთი! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ბზობა, – ეს არის დიდი ზეიმის, სიხარულის, სიყვარულის დღესასწაული, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს, სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან; ადამიანმა უნდა იფიქროს, რა ელოდება წინ და როგორ შევხვდებით ამ დღეს….

24.04.2021 | 21:45
“თქვენ არ შეწუხდეთ,მე გადავწყვეტ ვინ შევა და ვინ არა ეკლესიაში” – უნეტარესი ქრიზოსტომოს მეორე

კვიპროსის მთავრობამ კვიპროსის სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა აღდგომის ღამეს ტაძრებში საღმრთო ლიტურგიაზე მხოლოდ ის ადამიანები დაუშვას, ვინც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინითაა აცრილი კვიპროსის ეკლესიის მეთაურმა, უნეტარესმა სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს მეორემ კვიპროსის მთავრობას ერთი წინადადებით მიმართა: “თქვენ არ შეწუხდეთ! თქვენ არა, მაგრამ მე ნამდვილად გადავწყვეტ, ვინ შეუშვა და ვინ არა ეკლესიაში”. შეგახსენებთ, უნეტარესი ქრიზოსტომოსი ფაიზერის…

Τα σημαντικότερα νέα