მელიტინელი ეპისკოპოსის წმინდა აკაკი აღმსარებლის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმინდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მისი ცხოვრება იხილეთ 31 მარტის საკითხავში. karibche.ambebi.ge
მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა დილიდან დაიწყება. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება…
2021 წლის 23 სექტემბერს გაიმართა „EURAXESS საქართველოს“ (EURAXESS-ის შესახებ ინფორმაცია იხ.: https://bit.ly/3kBZB7F) ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის მთავარი თემა იყო მკვლევართა მობილობისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობა. ღონისძიებამ თავი მოუყარა ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, კვლევითი და გრანტის გამცემი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრა ემსახურებოდა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას. ინაუგურაცია ჩატარდა დისტანციურად, შეხვედრის სამუშაო ენა იყო ინგლისური. ის…
ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) გარდაცვალების გამო 62 წლის ასაკში ღვთივგანისვენა ნეკრესის მიტროპოლიტმა სერგიმ (ჩეკურიშვილიმა). მან, სრულიად ახალგაზრდამ, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. 33 წლისა კი უკვე მღვდელმთავარი გახდა და ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ნეკრესის ეპარქიაში განაგრძო მოღვაწეობა. ამ ხნის მანძილზე და დღემდეც მრავალი განსაცდელი გადაიტანა, რომელთაც გულმხურვალე ლოცვით…
2021 წლის 15 სექტემბერს დისტანციური შეხვედრა გაიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თსას-ის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და ქალბატონმა ნოტაკერმა, რომელიც ეკლესიის მთავარი მრჩეველია ეკლესიასა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, განიხილეს თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიასა და ტიუბინგენის (გერმანია) უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. რექტორმა მოკლედ ისაუბრა საქართველოს…
2021 წლის 21 სექტემბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია აღავლინა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნუნისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში, წირვის დასასრულს გაიმართა ლიტანიობა ტაძრის გარშემო, ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა შეკრებილ მრევლს და მიულოცა დღესასწაული. Bishop Melkhisedek Khachidze/facebook
დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა და მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა. „დღეს არის დღე, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ჩვენი სულიერი გადარჩენის დასაწყისი. დღეს უნდა ვხარობდეთ, რომ დაიბადა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც…
ა.წ. 14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ფიზიკურად შეეხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მხარდამჭერებმა, გარკვეული დანაშაულის გამო რამდენიმე თვის წინ საეკლესიო წესით სასჯელდადებულმა სასულიერო პირებმა, რომლებმაც სცადეს, არ შეეშვათ მღვდელმთავარი სასწავლებელში იმ მოტივით, რომ ბოლო დროს გავრცელებული ფაილების მიხედვით, თითქოს მას აქვს ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, რაც უსაფუძვლო, ცრუ…
საქართველოს საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, – ნათქვამია საქართველოს…