რაც ჩვენ დმანისში ვიხილეთ, ცხადი გახდა, რომ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარკვეული ძალის მიერ, გარედან იყო ინსპირირებული, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, დმანისში კონფლიქტის დარეგულირებაში, შერიგებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა მხარე – სახელმწიფო, მუფტი, ადგილობრივი სასულიერო პირები და საპატრიარქოც. „გუშინ მრავალი შეკითხვა ისმოდა…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ანტიოქიის პატრიარქთან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრას ეხმაურება. ჯაღმაიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება ექნება. „ეს არის ნეგატიური მოვლენა. უცნაური ფაქტია და რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაგირება. თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება. რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ საგარეო ურთიერთობების განყოფილებას“, –…
დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ეს ხელს აძლევდა, ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდა ეს ინციდენტი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქში“ წერს. „გუშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დმანისში ჩავედი. აი, რა ვნახე: 1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც ხელს აძლევდა ეთნიკურ კონფლიქტში…
ქრისტე აღდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მენელსაცხებლე დედების დღე. იმ დედებისა, რომელთაც არ შეეშინდათ იმ დროს, როცა ჯვარზე გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მოციქულები დაიფანტნენ და მენელსაცხებლე დედები კი იდგნენ და დასტიროდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. მათთან ერთად იყო იოანე ღვთისმეტყველი. დღეს მენელსაცხებლე დედებთან ერთად ვდღესასწაულობთ ნიკოდიმოსის ხსენებას, და ასევე – იოსებისას, რომელმაც უფალს დაუთმო თავისი…
თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, ავტოკოლონებით მსვლელობა გაიმართა. წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართა. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, სადაც დილიდან წყალი ეკურთხა, ხოლო შემდეგ სასულიერო პირებმა ავტოკოლონებით დედაქალაქის უბნები მოიარეს. 17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა. 1tv.ge
სასულიერო პირები ახალქალაქსა და ახალციხეში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს, ჯანდაცვის ექსპერტებსა და საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 2021 წლის 11 თებერვლის წმინდა სინოდის დადგენილების თანახმად, „ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს…
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სიღნაღში, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იმყოფებოდა. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელში ავრცელებს. „ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებენ ღირებულებებს, რომელიც მორწმუნე ადამიანთა პატივისცემასა და რელიგიის თავისუფლების დაცვის ერთგულებას გულისხმობს“, – აღნიშნა დეგნანმა. კელი დეგნანი სიღნაღში შეხვდა მეუფე იაკობს, იღუმენია თეოდორასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ლიდერებს. 1 tv.ge
წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან. ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ეპისკოპოსმა საბამ ვაქცინა “მოდერნა” გაიკეთა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში აიცრა. მეუფე საბა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მეორე მღვდელმთავარია, რომელიც კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი