ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
03.05.2021 | 21:31
სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II – ისა

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამამულენო, ქრისტე აღდგა! „არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო ! – შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“ (მთ, 7,21). კვლავ დადგა ჟამი დიდებული, – აღდგა უფალი ძალითა ძლიერი,…

03.05.2021 | 21:26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსჯავრდებულებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მისმა უწმინდესობამ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული, ხატები, სანთლები და სხვა საჩუქრები გაუგზავნა. სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალთა N5, არასრულწლოვანთა N11 და N8, ქუთაისის N2 დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს, ასევე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს გლდანის N8 დაწესებულებაში.   — patriarchate.ge

29.04.2021 | 17:28
მეუფე შიო – მხოლოდ თავმდაბალ გულში შემოდის სულიწმინდის მადლი, მხოლოდ ეს არის პირობა, რომ გავხდეთ თანაზიარნი ღმერთის ბუნების, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიარებაც ამაო იქნება

გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევას, შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მისი დალოცვა. ვნების კვირა არის ისეთი პერიოდი წელიწადის განმავლობაში, როდესაც ჩვენ თვალწინ იშლება უფალი იესო ქრისტეს ცხოვრება განსაკუთრებული სიძლიერით და ის, თუ რა გააკეთა მან კაცობრიობისთვის, – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების…

29.04.2021 | 14:47
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიიღო თავდაცვის მინისტრი, ბ-ნი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი მოადგილე, ბ-ნი დავით სუჯაშვილი და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბატონი ჯონი ტატუნაშვილი. მისმა უწმიდესობამ დალოცა სტუმრები, დალოცა ქართული ჯარი, ვეტერანები, სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლები და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ბედნიერი აღდგომა უსურვა. patriarchate.ge

28.04.2021 | 17:31
ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წასაღებად შევიდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოს ტერიტორიაზე რამდენიმე სატვირთო მანქანა რეგიონებში პროდუქტების წაღების მიზნით შევიდა. „ჟურნალისტები მწერენ, ვერტმფრენი და სამხედრო ძალის მობილიზება ხდება საპატრიარქოშიო. სინამდვილეში, არავითარი საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს. პატრიარქმა დახმარება გაუწია და გააგზავნა რეგიონებში პროდუქტები“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე „ფეისბუქზე“. 1tv.ge

28.04.2021 | 16:10
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა

დღეს საღამოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II მიიღო საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეული თავჯდომარე ბატონი კახაბერ კუჭავა, რომლიც გაცნობის მიზნით ეწვია მის უწმინდესობას. შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. მიღება გულთბილ ატმოსფეროში წარიმართა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბატონი კახაბერი…

27.04.2021 | 17:16
ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი სამების საპატრიარქო ტაძარში

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ვნების შვიდეულის მსახურების განრიგს აქვეყნებს: ▪️ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება პირველშეწირულის ლიტურგიები; პირველშეწირულის ლიტურგიებამდე, ჟამნის დროს, წაიკითხება წმინდა ოთხთავი – ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს. ეს მსახურებები დაიწყება 8:00 საათზე. ▪️ სამშაბათს, საღამოს, 16:00 საათზე, შესრულდება ზეთის კურთხევა – 7-ჯერ ზეთისცხება. ▪️ ხუთშაბათს, დილით, 10:00 საათზე,…

27.04.2021 | 17:08
2021 წლის ბზობა-ბაიაობის დღესასწაული ანტიოქიის პრეზვიგენულ საპატრიარქოში

დამასკოს საკათედრო ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

26.04.2021 | 18:49
მეუფე ნიკოლოზი – ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მოთხოვნები, არც მწვადი დავწვათ და არც შამფური

მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ აღდგომის ღამეს მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები, საუბარია იმაზე, რომ არც მწვადი დავწვათ, არც შამფური, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა. „მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები. მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული ხალხის ინტერესი. ბევრი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს…

Τα σημαντικότερα νέα