ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
07.05.2021 | 17:23
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკო-ს ექსპერტი ეწვევა

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოს იუნესკო-ს ექსპერტი ეწვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის დილის ეთერში, გადაცემაში „ახალი დღე“ სტუმრობისას გააკეთა. მინისტრმა გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ ისაუბრა. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს, რათა 2008 წლიდან მოყოლებული…

06.05.2021 | 17:23
ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო. საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე…

06.05.2021 | 17:16
ქაშვეთის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობს. წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში…

06.05.2021 | 16:46
ანდრია ჯაღმაიძე – გარეჯთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პრემიერს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედი გვაქვს, მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას

გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა შეხვედრა გამართა ბაქოში და საიმედო სიგნალი მოვიდა, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჯაღმაიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები სასიკეთოდ გადაწყვეტს სადავო პრობლემას. „ყველაზე მნიშვნელოვანი გარეჯთან დაკავშირებით არის ის, რომ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ჰქონდა ბაქოში და მოვიდა საიმედო სიგნალი, იმედით ვუყურებთ, რომ ეს მოლაპარაკებები…

06.05.2021 | 16:37
ანდრია ჯაღმაიძე – დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ორი მხარე აქვს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე ინციდენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომლის შესახებაც სინოდის სხდომაზე უნდა იმსჯელონ. მისივე თქმით, დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ორი მხარე აქვს. კერძოდ, ჯაღმაიძის შეფასებით, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებისა, რომელსაც ამ…

06.05.2021 | 16:25
მეუფე შიო – უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ცხოვრება, რომ სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, ეს არის ჩვენი მარადიული ცხონების საწყისი

გილოცავთ გიორგობას და უფალმა ინებოს, ისე წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენი სულის კარი გავუღოთ სულიწმინდის მადლის მოქმედებას და გვახსოვდეს, რომ ეს არის ცხოველსმყოფელი სული, წყარო და ჩვენი მარადიული ცხონების საწყისი, – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს. „გილოცავთ დღევანდელ დღეს და გადმოგცემთ სრულიად…

05.05.2021 | 17:36
ქართული ქვაფენილი: ისტორიის ატრიბუტი თუ თანამედროვეობის მკაფიო შტრიხი – ფოტო

პანდემიის დაწყებამდე მეტეხის ეკლესიის ეზო ქალაქის ტურისტულ კარიბჭედ მიიჩნეოდა. აქედან ძველი თბილისი ხელის გულზე იშლება. ტაძარი შემოსევების შედეგად მრავალჯერ არის აღდგენილი. აქ იყო დენთის საწყობიც და ციხეც. გარკვეული დროის განმავლობაში ეკლესიის შენობას ახალგარდულ თეატრადაც იყენებდნენ თანამედროვე ქალაქებში ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩებს უფრო ესთეტიკური დანიშნულება აქვს, ვიდრე პრაქტიკული. Sputnik საქართველოს რეპორტიორმა ისტორიით მსუნთქავი ქუჩები მოიარა და შთაბეჭდილებები…

05.05.2021 | 17:29
2021 წლის უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული მსოფლიო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ცხრა საპატრიარქოში

საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინეს: ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა ბართლომეოსმა; უნეტარესმა ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ; უნეტარესმა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე მეათემ; უნეტარესმა წმიდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ; უწმიდესმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ; უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და…

05.05.2021 | 17:26
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა(03.05.2021) ა.წ. 3 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისში არსებული სასაფლაოები აკურთხა. საფლავები იკურთხა ეპარქიებშიც. patriarchate.ge

Τα σημαντικότερα νέα