27 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს ასევე 33 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან. თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) და სხვა სასულიერო პირები. წირვის შემდეგ საქართველოს ეკლესიის…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცეს გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! პატივცემულო, ბატონო მინისტრო, პატივცემულო ხელისუფლების წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, დედებო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს! დიდი სიხარულია დღეს ჩემთვის და ყოველი ჩვენგანისთვის ერთად წირვა და მსახურება….
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ჭყონდიდობას მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი sazu.ge
შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება…
ამა წლის 22-23 სექტემბერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გაიმართა ,,ღირებულებითი განათლების” კლუბების ხელმძღვანელი სასულიერო პირების მეექვსე ნაკადის არაფორმალური შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა ლექცია-სემინარებსა და ბატონი შალვა ამონაშვილის პედაგოგიური გამოცდილების, მიდგომებისა და პრინციპების გაზიარებას. გარდა ამისა ბატონმა შალვამ შეხვედრის მონაწილე სასულიერო პირებს გააცნო აკადემიის ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები….
ამა წლის 25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. sazu.ge
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მადლობას მოგახსენებთ პირადად ჩემი, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით იმ მწყემსმთავრული კურთხევის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ მოგვანიჭეთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ყოფნისას. ჩვენი ეპარქია ისტორიულია, სადაც ქრისტეს სარწმუნოება იქადაგეს იესო ქრისტეს მოწაფეებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ. წმინდა მატათა ღვთივგანისვენებს აჭარაში, კერძოდ გონიოს ციხეში. თქვენი გულთბილი ვიზიტი წინამორბედი პატრიარქების…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე დიმიტრი, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო! გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა…
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი sazu.ge