“მძიმე მემკვიდრეობამ, რომელსაც მხრებზე ვატარებთ, არ უნდა მოგვცეს დასვენების საშუალება. მოდით, არამარტო ვიამაყოთ ჩვენი წინაპრებით, არამედ გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ საკუთარმა შვილებმა იამაყონ ჩვენით. მოდით, გავხდეთ ღირსეული მემკვიდრეები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის ისტორიას დაივიწყებს, მომავალი არ აქვს”, – განაცხადა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ. მსოფლიო…
22 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: 40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთ; მოწამისა ურპასიანესი; წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა; მართლისა ტარასისა. Sputik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა წვლილი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად…
მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაასრულა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. 1978 წელს ხელდასმული იქნა დიაკვნად, იმავე წლის 13 აგვისტოს – მღვდლად. 1978 წლის 20 ოქტომბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დავითი. 1978 წლის 15 დეკემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და…
ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს დიდი მარხვის პირველი კვირას მართლმადიდებლობის ზეიმზე სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა უწმიდესმა ნეოფიტემ. “ჩვენ ვუგალობთ და განვადიდებთ ღმრთის გამოუთქმელ განგებას და მადლობას ვუხდით ყოვლისშემძლეს, მართლმადიდებლობის დიდი საჩუქრისთვის, რომელიც ღვთის განგებამ დაიცვა განქარვებულიყო წმიდა ეკლესიის წიაღიდან, რწმენისაუმძიმეს გამოცდათა და განსაცდელთა ჟამსა კი. ჩვენ პატივს ვცემთ და ეთაყვანებით წმინდა მართლმადიდებლობის ყველა დამცველს, განსაკუთრებით კი რწმენის…
დღეს, 2021 წლის 21 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდში ზეიმი მოიწყო – მეუფე მასპინძლობს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებსა და საგანგებოდ ჩასულ პარტაქტივს. პანდემიის პირობებში ეპარქიის რეზიდენციაში ორას პერსონაზე გაწყობილია სუფრა. ადგილზე იმყოფება რამდენიმე მღვდელმთავარიც. სუფრაზე ნათლად სჩანს თევზის ასორტი. დიდი მარხვის ტიპიკონი კი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად განაჩინებს დიდ მარხვაში…
ადამიანი იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია, აი, ეს არის სიყალბე, რაც მიუღებელია ღვთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტის განცხადებით, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. მან მორწმუნეებს ეს დღე მიულოცა…
ამ დღეს მარლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა ერმისა (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქელ ხუცისა (361-363); ღირსისა დომეტისა (363). ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის…
ათონის მთის ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, სადაც სხვადასხვა მონასტრის მონაზვნები და წმიდა მთაზე მომუშავე პერსონალი აიცრა. ფოტოებზე: ესთიგმენის მონასტრის წინამძღვარი, გერონდა ბართლომეოსი მონასტრის წევრებთან ერთად ვაქცინაციის ცენტრის მოსაცდელში — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni
ქალკედონის მიტროპოლიტის აღსაყდრების ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, მოწვეული სტუმრები, საბერძნეთისა და თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მორწმუნე მრევლი. აღსაყდრების დასასრულს ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ოთხ ენაზე მიმართა: ბერძნულად, თურქულად, ინგლისურად და ფრანგულად. შეგახსენებთ, მიტროპოლიტ ემანუელის წინამორბედი ქალკედონელი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ათანასე მხილებულ იქნა მძიმე საეკლესიო…