ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
01.04.2021 | 14:31
ათონის წმიდა მთაზე კორონავირუსის ოცი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ათონის მთაზე კორონავირუსის ოცი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ათონის ოლქის გუბერნატორის მოადგილე არისტო კასმიროღლუ აცხადებს, რომ კოვიდინფექციის შემთხვევები დაფიქსირდა ნეა სკიტში, პანტოკრატორში, კარიესისა და წმიდა ანას საძმოებში. ინფიცირებული ბერების ნაწილი ადგილზე იზოლაციაში გაივლიან მკურნალობას, გარდა 62 წლის ასაკის ბერისა, რომელიც სალონიკშის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შეგახსენებთ Covid-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ათონის მთაზე 2021 წლის 20 მარტს დაიწყო….

01.04.2021 | 13:54
საეკლესიო კალენდარი: 1 აპრილი

1 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღინიშნავს ხსენებას: მოწამეთა ქრისანთესი და დარიასი და მათთანა მოწამეთა: კლავდი ტრიბუნისა, მეუღლისა მისისა ილარიასი, და ძეთა მათთა იასონისა და მავრისა, დიოდორე ხუცისა და მარიანე დიაკონისა; მოწამისა პანქარესი.   წმიდა ქრისანთო წარმართული ოჯახიდან იყო. მან კარგი განათლება მიიღო, ქრისტეს შესახებ კი პირველად ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილი წარმართი ავტორებისაგან შეიტყო. ახალგაზრდა ქრისანთოს გაუჩნდა სურვილი,…

31.03.2021 | 16:58
სერბეთის პატრიარქმა კოსოვოს ომი გაიხსენა

“მინდა დავსვა კითხვა, რამ გვიშველა იმ უპრეცედენტო ბოროტების დროს, რომელიც თავს დაესხა ჩვენს ხალხს დაბომბვის დროს და შემდეგ პირველ მსოფლიო ომში, მეორე მსოფლიო ომში არნახული ტანჯვის შემდეგ? რა დაგვიცავს ამ ეპიდემიაში? ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ერთად გავიხსენოთ, ქვეყნის მასშტაბით, რომ გავიხსენოთ ის სამწუხარო დღეები ოცდაორი წლის წინ, რასაც ერთხმად ამბობს ჩვენი ეკლესია. უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ და…

31.03.2021 | 16:48
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ ოფიციალური გამამხნევებელი წერილი მიწერა კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავარს, ლემესოს მიტროპოლიტ ათანასეს

ლემესოს მიტროპოლიტი ათანასე კორონავირუსული ინფექციის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის კლინიკაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესიასა და პატრიარქ კირილეს კვიპროსის ეკლესიასა და მის მეთაურთან, უნეტარეს მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს მეორესთან გაწყვეტილი აქვს ევქარესტიული კავშირი. რუსეთის ეკლესიამ ევქარისტიული კავშირი შეინარჩუნა კვიპროსის ეკლესიის მხოლოდ იმ მღვდელმთავრებთან, რომლებმაც კვიპროსის ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის აღიარების საკითხს მხარი არ დაუჭირე. ასეთი…

31.03.2021 | 16:30
არგენტინაში გაიმართა სამხრეთ ამერიკაში მოსკოვისა და სერბეთის საპატრიარქოების მღვდელმთავართა შეხვედრა

შეხვედრა შედგა მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრის, არგენტინისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოს ლეონიდეს მიწვევით მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის საეპარქიო სამმართველოში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოსკოვის საპატრიარქოს რუსეთის საზღვარგარეთული ეკლესიის (ROCOR) მღვდელმთავარი, კარაკასისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იოანე და სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ცენტრალური ამერიკის ეპისკოპოსი კირილე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მოსკოვის საპატრიარქოს არგენტინის ეპარქიის მდივანი, დეკანოზი სერგი იურინი.  …

31.03.2021 | 16:14
საეკლესიო კალენდარი: 31 მარტი

31 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. კირილესი, იერუსალიმელი მთავარეპისკოპოსისა (386); მოწამეთა: ტროფიმესი და ევკარპიოსისა (დაახ. 300); ღირსისა ანინე მონოზონისა.   წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და…

31.03.2021 | 13:10
ელისო ბოლქვაძე პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ელისო ბოლქვაძემ მიტროპოლიტ შიოს პარლამენტში ახლადშექმნილი კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მხარეებმა განიხილეს პარლამენტსა და ეკლესიას შორის კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითხები. შეხვედრას დაესწრო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის…

30.03.2021 | 17:15
ვარშავის აია სოფია მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

უნეტარესმა ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტმა საბამ ვარშავაში მშენებარე აია სოფიას ტაძარი მოინახულა. ტაძრის აგება თითქმის დასრულებულია. დარჩენილია მოხატვისა და იატაკის კეთილმოწყობის სამუშაოები. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი

30.03.2021 | 17:10
პისკოპოსი, მღვდელი და მრევლი საქართველოს ეკლესიაში და დღევანდელი საეკლესიო კრიზისი

დღეს არსებული საეკლესიო კრიზისის უმთავრესი მიზეზი არის არაკომპეტენტური, ფსევდოსულიერი და მეშჩანიზმით შეპყრობილი ეპისკოპატი, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით აღძრული ყველანაირ მორალურ და სარწუნებრივ კომპრომისზე მიდის. მღვდლების დიდი ნაწილი უუფლებო მასად იქცნენ, მეუფე-ბატონების მონებად, მუხლებზე მოღოღიალე ხელის ბიჭებად და ან სულაც შპიონებად, მათგან ბევრი თავადაა ბიწიერი, შესაბამისად მორალური არჩევანის გაკეთება არ შეუძლათ, მეორე ნაწილი უფრო ზნეობრივნი და…

Τα σημαντικότερα νέα