2019 წლის 3 აპრილს ქართული მათლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII); წმ. კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); წმ. თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610). წმიდა იაკობ ეპისკოპოსი სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე…
მღვდელმთავარმა კორონავირუსული ინფექცია მსუბუქი გართულებებით, მოსაყდრეობისას გადაიტანა. 69 წლის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალების შემდგომ აირჩიეს მოსაყდრედ და მისი თავმჯდომარეობით გაიმართა სერბეთის საპატრიარქო არჩევნები. ახალი პატრიარქის პორფირეს არჩევა-აღსაყრებისთანავე, მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი ავტომატურად გათავისუფლდა მოსაყდრეობიდან. — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni
უწმიდესმა სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფტემ დიდი მარხვის მეორე კვირას, წმიდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს, ქადაგებაში წმიდა გრიგოლ პალამას ღვაწლის შესახებ ისაუბრა: “წმიდა ეკლესიამ გადაწყვიტა დიდი მარხვის მეორე კვირა, თესალონიკის დიდი მთავარეპისკოპოსისა და დიდი ღმრთისმეტყველის, წმიდა გრიგოლ პალამას ხსევნებისთვის მიეძღვნა. მოდით, პატივი მივაგოთ მას, ვინც განსაკუთრებით რთულ პერიოდებში რწმენისა და ღმრთისმოსაობისთვის, ღმრთიური მონდომებით…
ფრანგულ-ნორვეგიულმა გუნდმა, რომელსაც რუმინელი არქეოლოგი, ვიქტორ გიკა ხელმძღვანელობს, ეგვიპტეში აღმოაჩინა უძველესი სამონაზვნო დასახლება მათ შორის, რაც დღეისთვის არის ცნობილი არქეოლოგებისათვის. იგი მდებარეობს კაიროდან სამხრეთ-დასავლეთით 370 კილომეტრში და თარიღდება ქრისტესშობიდან IV საუკუნით. ტალ განუბ კასრ ალ-აღუზში, ალ-ბახარიას ოაზისში გაკეთებული აღმოჩენა ადასტურებს, რომ ქრისტიანული სამონაზვნო მოძრაობა ჩაისახა ეგვიპტის უდაბნოში, როგორც ამას გვასწავლის საეკლესიო ტრადიცია. არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბაზალტის…
გარდაიცვალა ცნობილი ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანზორ ერქომაიშვილი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და კერძოდ, ქართული ხალხური სიმღერა-გალობის განვითარებასა თუ მსოფლიო აღიარებაში. ქართული ხალხური სიმღერა ბატონ ანზორს ბაბუამ, ცნობილმა ლოტბარმა და მგალობელმა, არტემ ერქომაიშვილმა შეაყვარა. ბაბუის საქმის ერთგულმა გამგრძელებელმა არაერთი თაობა აღზარდა. ანზორ ერქომაიშვილი საეკლესიო საგალობლების აღდგენა-ჩაწერას ჯერ კიდევ მაშინ შეუდგა, როცა…
ეკლესია აღნიშნავს ხსენებას ღირსთა: იოანესი, სერგისა, პატრიკიოსისა, წმიდისა საბას; მოწამისა ფოტინესი და ძეთა მისთა: ბიქტორისა და იოსიასი; მოწამეთა: ანატოლიასი, ფოტოსი, ფოტიდასი, პარასკევასი, კვირიაკიასი, დომნინასი და სებასტიანესი; ნიკიტა აპოლონიადელ მთავარეპისკოპოსისა. ღირსი მამანი, წმიდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმიდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები…
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო საპატრიარქოს სამძიმრის წერილს ავრცელებს. მათი თქმით, სწორედ ბატონი ანზორის მსგავსი პიროვნებები ქმნიან ეპოქას და იწოდებიან ჭეშმარიტ მოღვაწეებად. „დღეს საქართველომ ქართული კულტურის უდიდესი მოამაგე და ეპოქალური ადამიანი, ანზორ ერქომაიშვილი დაკარგა. ბატონმა ანზორმა მთელი თავისი ცხოვრება ქართულ ხალხურ სიმღერა-გალობას მიუძღვნა, მან მოიძია, გადაარჩინა და მსოფლიოს გააცნო ტრადიციული ქართული…
2021 წლის 26 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სიკეთის ქმნის მოწოდების საფუძველზე, ქ. ჭიათურის მე-5 საჯარო სკოლის ხელმძღვანელის, ქალბატონი ირინა პაპიძის, პედაგოგებისა და მოსწავლეთა ერთობლიობით შეგროვდა პროდუქტი, სამოსი და სათამაშოები. შეგროვებული ნობათი კი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცათ. — წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია / facebook.com/sap.uwyebaNews
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. “დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, საქართველოში პუტინის იდეოლოგები არ უნდა ზეიმობდნენ…”, – წერს ეპისკოპოსი „ფეუისბუქზე“. შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო “ვინოტელის” დატოვება, სადაც ის…