ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
18.06.2025 | 17:50
სამაგისტრო ნაშრომის დაცვა

2025 წლის 12 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა დიაკონ გენადი ტლაშაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „კირიონ ქართლის კათალიკოსთან დაკავშირებული ეპისტოლეების საღვთისმეტყველო ანალიზი“. ხელმძღვანელი – თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია; რეცენზენტი – თსასის ბიბლეისტიკის კათედრის კონსულტანტი, თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია; ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს, ხათუნა ნიშნიანიძეს. სხდომას თავმჯდომარეობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა…

17.06.2025 | 16:22
აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო

პარასკევს, 13 ივნისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა აკადემიის მგალობელთა გუნდის შემოქმედებითი საღამო (წლიური ანგარიში). გუნდი 2018 წლიდან არსებობს და მას ხელმძღვანელობს ლოტბარი – ლექსო გრემელაშვილი. გუნდი 6 წევრისგან შედგება, ისინი თბილისის სასულიერო აკადემიის სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან – ივერ სვანიძე, ლუკა ბზუკაშვილი, ლაშა ბზუკაშვილი, თევდორე გოგოლაძე, ზურაბ მჭედლიშვილი, ალექსანდრე ბრეგვაძე. დღევანდელ ღონისძიებაში აკადემიის…

16.06.2025 | 16:09
იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობისა დამყარებისა და ეკლესიის ერთობის აღდგენისაკენ

9 ივნისს, სულიწმიდის დღეს, რომელიც იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის მთავარ დღესასწაულად აღინიშნება, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ მისიის სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. დამსწრეთა მიმართ თავის სიტყვაში პატრიარქმა თეოფილემ ისურვა, რომ სულიწმიდა დაეხმაროს პოლიტიკურ ლიდერებს მიმდინარე ძალადობის შეჩერებაში და მშვიდობისა და თანხმობის მიღწევაში, – წერს მჟკ Orthodoxia News Agency-ზე…

11.06.2025 | 18:34
დღეს აღინიშნება ცნობილი ქართველი მწერლის, ბატონ ლევან გოთუას, დაბადებიდან 120 წელი.

ვაქვეყნებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 10 წლის წინანდელ წერილს და კიდევ ერთხელ შევთხოვთ უფალს ბ-ნი ლევანის სულის ცხონებას. * * * დღეს, როდესაც აღინიშნება ბატონ ლევან გოთუას დაბადებიდან 110 წელი, კიდევ ერთხელ ყველასთვის ნათლად წარმოჩინდება ამ დიდებული პიროვნებისა და მწერლის ღვაწლი. იგი არის მაგალითი სიმართლისათვის მსახურებისა და ჭირსა შიგან სიმტკიცისა, სამშობლოს ერთგულებისა და მოყვასისათვის მსახურებისა. ბედნიერია…

11.06.2025 | 18:19
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“ (30-31 მაისი, თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, 2025 წლის 30 მაისს თბილისის საკრებულოს…

10.06.2025 | 18:05
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“ – მეორე სამუშაო დღე

ამა წლის 31 მაისს თბილისის საკრებულოს წმინდა თამარ მეფის დარბაზში მუშაობა გააგრძელა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ – „პრიმატობისა და სინოდალობის საკითხი და პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება“, რომელიც ეძღვნებოდა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს. აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოსა…

06.06.2025 | 18:00
ყვარლის კულტურის სახლში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ამა წლის 3 ივნისს ყვარლის კულტურის სახლში ნეკრესელ მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და სხვა სასულიერო პირები, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. საღამოზე ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები შესრულდა. ფოტო: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია   sazu.ge

06.06.2025 | 17:32
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მომზადების კურსი დასრულდა (ვიდეო)

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის თბილისის საბაზისო მომზადების კურსი დასრულდა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”  sazu.ge

04.06.2025 | 18:18
ნათლულების გუნდის შეხვედრა მის უწმინდესობასთან (ვიდეო)

ნათლულების გუნდის შეხვედრა მის უწმინდესობასთან    sazu.ge

Τα σημαντικότερα νέα