ვიღაცებს ძალიან ეჩქარებათ, რომ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს, მას არაკეთილისმოსურნეები ცოტა არ ჰყავს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც დეკანოზი აცხადებს, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. „ამ ხალხს მიზეზი არ დაელევა, რომ საპატრიარქოსა და პატრიარქისკენ ტალახი ისროლონ. სამწუხაროდ, ვიღაცებს…
საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 25 მარტს აღინიშნება ხსენება: წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა; წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა; ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა; მართლისა ფინეზისა; ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა. მეფე დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული საქართველოს მეფე 1270-1289, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე. დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას…
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის გამოცხადებით თავის ნაცვლად ივერიაში წამოსასვლელად წმიდა ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) აკურთხა და თან თავისი ხატი გამოატანა.წმიდა ანდრიამ და წმიდა სვიმონ კანანელმა (ხს. 10 მაისს) ქრისტეს სჯული იქადაგეს დიდაჭარაში, სამხრეთ საქართველოში, შემდგომ შავი…
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ პანაშვიდი გადაუხადა რუსეთის იმპერატორ პავლე პირველს, რომლის გარდაცვალებიდან (მკვლელობიდან) 220 წელი შესრულდა. 1801 წლის 23-24 მარტის ღამეს (ახ.სტ.), რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგში, შეთქმულებმა მოკლეს იმპერატორი პავლე პირველი. სწორედ რუსეთის იმპერატორმა პავლე პირველმა გამოსცა მანიფესტი, 1801 წლის 18 იანვარს, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების შესახებ. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
2021 წლის 23 მარტს კვიპროსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ლემესოს მიტროპოლიტ ათანასეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მღვდელმთავარი 62 წლისაა. აღნიშნულთან დაკავშირებით დაგეგმილია ლემესოს სამიტროპოლიტო რეზიდენციაში დეზინფექციის ჩატარება. უფლისმიერ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ მიტროპოლიტ ათანასეს. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
2021 წლის 22 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა ნიკიტამ მღვდელმთავრებთან ერთად არქიმანდრიტ იაკობს ხელი დაასხა ეპისკოპოსად. საზეიმო ღმრთისმსახურებასა და ეპისკოპოსის ხელდასხმაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, დმანისისა და ლორე-ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა. მეუფე იაკობი კლაუდიოპოლის ეპისკოპოსად დადგინდა. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის თანახმად, მართლმადიდებლობის ზეიმზე, წმიდა ლიტურგიის მსვლელობისას სარწმუნოების სიმბოლო “მრწამსი” წარმოთქვა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეკატერინე საკელაროპულუმ. საზეიმო საღმრთო ლიტურგიას უძღვებოდა ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი უნეტარესი იერონიმე მეორე. მსოფლიო საეკლესიო სიახლენი
“მძიმე მემკვიდრეობამ, რომელსაც მხრებზე ვატარებთ, არ უნდა მოგვცეს დასვენების საშუალება. მოდით, არამარტო ვიამაყოთ ჩვენი წინაპრებით, არამედ გავაკეთოთ ისეთი რამ, რომ საკუთარმა შვილებმა იამაყონ ჩვენით. მოდით, გავხდეთ ღირსეული მემკვიდრეები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ერი, რომელიც თავის ისტორიას დაივიწყებს, მომავალი არ აქვს”, – განაცხადა მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ. მსოფლიო…
22 მარტს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: 40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთ; მოწამისა ურპასიანესი; წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა; მართლისა ტარასისა. Sputik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა წვლილი მიუძღვით ეკლესიის წინაშე. წმიდა 40 სებასტიანელი მოწამე (+320). 313 წელს წმიდა კონსტანტინე დიდმა (ხს. 21 მაისს) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად…