ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
22.03.2021 | 20:03
 ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი – დაბადებიდან 95 წელი

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში გრიგოლ ივანეს ძე ჭკადუა) დაიბადა 1926 წლის 22 მარტს, ქ. თბილისში. 1955 წელს დაასრულა პიატიგორსკის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. ეწეოდა მოღვაწეობას სამედიცინო სფეროში. 1978 წელს ხელდასმული იქნა დიაკვნად, იმავე წლის 13 აგვისტოს – მღვდლად. 1978 წლის 20 ოქტომბერს აღიკვეცა მონაზვნად და ეწოდა სახელი დავითი. 1978 წლის 15 დეკემბერს ხელი დაასხეს ეპისკოპოსად და…

22.03.2021 | 19:55
“დიდ მარხვაში ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი წმიდა ეკლესიის მართლის მადიდებლობის დღესასწაულს” – ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე

ამ სიტყვებით მიმართა სამწყსოს დიდი მარხვის პირველი კვირას მართლმადიდებლობის ზეიმზე სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა უწმიდესმა ნეოფიტემ. “ჩვენ ვუგალობთ და განვადიდებთ ღმრთის გამოუთქმელ განგებას და მადლობას ვუხდით ყოვლისშემძლეს, მართლმადიდებლობის დიდი საჩუქრისთვის, რომელიც ღვთის განგებამ დაიცვა განქარვებულიყო წმიდა ეკლესიის წიაღიდან, რწმენისაუმძიმეს გამოცდათა და განსაცდელთა ჟამსა კი. ჩვენ პატივს ვცემთ და ეთაყვანებით წმინდა მართლმადიდებლობის ყველა დამცველს, განსაკუთრებით კი რწმენის…

21.03.2021 | 20:11
მიტროპოლიტი სტეფანე ჭყონდიდის ეპარქიაში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებსა და პარტაქტივს 200 პერსონაზე გაწყობილი სუფრით მასპინძლობს

დღეს, 2021 წლის 21 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირას, როდესაც მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება, მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდში ზეიმი მოიწყო – მეუფე მასპინძლობს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებსა და საგანგებოდ ჩასულ პარტაქტივს. პანდემიის პირობებში ეპარქიის რეზიდენციაში ორას პერსონაზე გაწყობილია სუფრა. ადგილზე იმყოფება რამდენიმე მღვდელმთავარიც. სუფრაზე ნათლად სჩანს თევზის ასორტი. დიდი მარხვის ტიპიკონი კი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად განაჩინებს დიდ მარხვაში…

21.03.2021 | 18:52
მიტროპოლიტი შიო – იმის ნაცვლად, რომ ადამიანი შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, უკეთესი ეჩვენოს – აი, ეს არის სიყალბე, რაც მიუღებელია ღვთისთვის

ადამიანი იმის ნაცვლად, რომ შინაგანად შეიცვალოს, გარეგნულ ცხოვრებაში ცვლის რაღაცებს და ცდილობს, ღმერთსა და ადამიანებს უკეთესი ეჩვენოს, შინაგანად კი სულ სხვანაირია, აი, ეს არის სიყალბე, რაც მიუღებელია ღვთისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგების დროს განაცხადა. მიტროპოლიტის განცხადებით, დღევანდელ კვირას ეწოდება მართლმადიდებლობის ზეიმი. მან მორწმუნეებს ეს დღე მიულოცა…

21.03.2021 | 17:12
საეკლესიო კალენდარი: 21 მარტი

ამ დღეს მარლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი ეპისკოპოსისა (842-845); მოციქულისა ერმისა (I); მღვდელმოწამისა თეოდორიტესი, ანტიოქელ ხუცისა (361-363); ღირსისა დომეტისა (363).   ღირსი თეოფილაქტე ნოკომიდიელი (842-845) ხატმებრძოლთა ერესის ბატონობის დროს ცხოვრობდა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) სიკვდილის შემდეგ ტახტზე კონსტანტინე VI (780-797) ავიდა, შეიცვალა პატრიარქიც: წმიდა პავლემ (ხს. 30 აგვისტოს) უარი განაცხადა მღვდელმთავრის…

21.03.2021 | 13:50
ათონის წმიდა მთაზე Pfizer-ის ვაქცინა შეიტანეს – პირველ ეტაპზე 400 დოზა

ათონის მთის ცენტრალურ საავადმყოფოში ვაქცინაციის ცენტრი მოეწყო, სადაც სხვადასხვა მონასტრის მონაზვნები და წმიდა მთაზე მომუშავე პერსონალი აიცრა. ფოტოებზე: ესთიგმენის მონასტრის წინამძღვარი, გერონდა ბართლომეოსი მონასტრის წევრებთან ერთად ვაქცინაციის ცენტრის მოსაცდელში   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

20.03.2021 | 20:11
დღეს, 2021 წლის 20 მარტს აღესრულა ქალკედონის უძველეს და ისტორიულ კათედრაზე მიტროპოლიტ ემანუელის აღსაყდრება (ინტრონიზაცია)

ქალკედონის მიტროპოლიტის აღსაყდრების ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის წევრები, მოწვეული სტუმრები, საბერძნეთისა და თურქეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მორწმუნე მრევლი. აღსაყდრების დასასრულს ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ოთხ ენაზე მიმართა: ბერძნულად, თურქულად, ინგლისურად და ფრანგულად. შეგახსენებთ, მიტროპოლიტ ემანუელის წინამორბედი ქალკედონელი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ათანასე მხილებულ იქნა მძიმე საეკლესიო…

20.03.2021 | 20:05
საზეიმო მწუხრის ლოცვა აღავლინა ფტიოტიდის მიტროპოლიტმა სვიმეონმა

მღვდელმთავარმა ლოცვა სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. შეგახსენებთ, საბერძნეთში კვლავ რთული ეპიდემიური ვითარებაა და ტაძრებში ღვთისმსახურებას მრევლი შეზღუდული რაოდენობით ესწრება. დახურულია სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებები, რესტორნები და კაფე-ბარები, არ ფუნქციონირებს საზოგადო დაწესებულებები, კინო-თეატრები და საგამოფენო დარბაზები.   — facebook.com/msofliosaeklesiosiaxleni

20.03.2021 | 14:44
საეკლესიო კალენდარი: 20 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: წმ. მღვდელმოწამეთა, ხერსონის ეპისკოპოსთა: ბასილისა, ეფრემისა, კაპიტონისა, ევგენისა, ესთერისა, ელპიდიოსისა და აგათოდორესი; ღირსისა პავლესი; წმ. პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა; ღირსისა ემელიანე იტალიელისა.   წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ…

Τα σημαντικότερα νέα