სერბეთის პატრიარქად არჩეული, მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) აღსაყდრება საპატრიარქო კათედრაზე შესრულდება წმ. საბა სერბელის სახელობის საკათედრო ტაძარში. გამომცემლობა kurir.rs იუწყება, რომ 2021 წლის 19 თებერვალს შედგება ახლადარჩეული სერბეთის პატრიარქის მიტროპოლიტი პორფირის (პერიჩი) ინტრონიზაცია. პატრიარქი პორფირის ინტრონიზაცია ჩატარდება ბელგრადის საკათედრო ტაძარში, წმ. საბა სერბელის საპატივსაცემოდ, რომელიც არის სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი ტაძარი. nikodimoscentre.ge
2021 წლის 18 თებერვალს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ, პატრიარქად გამოირჩია ზაგრებისა და ლუბლიანის მიტროპოლიტი – პორფირი (პერიჩი). ახლადარჩეული პატრიარქი დაიბადა 1961 წლის 22 ივლისს, ბეჩეში, სერბეთში. 1985 წელს, დეჩანის მონასტერში, მისმა მოძღვარმა, მღვდელმონაზონმა ირინეოსმა (ბულოვიჩე) აღკვეცა მონაზვნად. 1986 წელს დაასრულა ბელგრადის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. იმავე წელს რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსმა პავლემ (სტოიჩევიჩი) ხელი დაასხა დიაკონ-მონაზვნად. 1990…
უამინდობის გამო, გელათის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები შვიდი დღით შეფერხდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის რეგიონის ინსპექტორმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა. მისი თქმით, უამინდობას ტაძრისთვის პრობლემა არ შეუქმნია. „ტაძარში წყლის ჩადინება არ დაფიქსირებულა. ეს იყო პრევენციის მიზნით გათვალისწინებული დროებითი გადახურვა. რაც შეეხება ტენიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ტენიანობის სხვა მიზეზები არსებობს,…
18 თებერვალს ეკლესია მოწამისა აღათიასი (251); მოწამეთა: თეოდულიასი, ელადისა, მაკარისა და ევაგრესი (დაახ. 304); წმ. თეოდოსისა, ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსისა (1696).ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე აღათია წმიდა მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო. დეკიუსის (249-251) დროინდელ დევნულობისას, მისი სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო ქალაქ კატანის მმართველმა კვინტიანმა და ბრძანა, შეეპყროთ…
გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა მოიძია, აღმოჩნდა, რომ სისხლი ახლადაღებულივით იყო. (დღეს…
ბატონ ზურაბ ვარაზის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გამოვთქვამთ მწუხარებას ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო. მან თავისი ცხოვრება ეკლესიას დაუკავშირა და ბოლომდე მის სამსახურში იყო. იგი ყველას დაამახსოვრდება როგორც მშვიდი, ღვთისმოშიში, დაუზარელი, ფრიად კეთილი ადამიანი. მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა: სამედიცინო გამოკვლევისთვის მამა გაბრიელისგან (ურგებაძე) აღებული სისხლი მასთან მოხვდა და შეინახა. როდესაც, კარგა ხნის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა სინჯარა…
ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსის, მეუფე იოანეს განცხადებით, ვინც ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებს, ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩია. ამის შესახებ განცხადება მეუფე იოანემ ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. „თვითნებური მოღვაწეობა, როგორც მოციქულები და წმინდა მამები მოწმობენ, არ არის სათნო ღვთისათვის და კეთილად არ დაგვირგვინდება. თვითნებურობა სექტებს ბადებს. უფალი ამბობს: „მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა…
მსოფლიო საპატრიარქოში მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები მიმდინარეობს. სინოდმა მუშაობა დღეს დაიწყო და 18 თებერვალს დაამთავრებს. დღევანდელ სხდომაზე წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ქალკედონის მიტროპოლიტი ათანასე “მთელი რიგი არაკანონიკური ქმედებებისა და წმინდა სინოდისა და მისი ყოვლადუწმინდესი თავმჯდომარის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობისა და დაუმორჩილებლობის გამო” გადაყენებულ იქნას კათედრიდან და მის ადგილას, ქალკედონის დაქვრივებულ კათედრაზე, დაინიშნოს საფრანგეთის ყოფილი მიტროპოლიტი ემანუელი…
ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, – მირქმას. ეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმისა. ეს არის შეხვედრა ადამიანისა და ღმერთისა. ადამიანის ცხოვრება მუდმივი განსაცდელია. ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს ძალას, მოთმინებას, სიყვარულს, რათა დავძლიოთ ეს განსაცდელი. თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა განსაცდელი ეძლევა ადამიანს,…