ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
13.02.2021 | 18:05
წმინდა სინოდი – „ბიბლიური თავისუფლების“ „ეპისკოპოსთა კრების გადაწყვეტილებით“ „დადგენილ“ „სასულიერო პირებს“, მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს თვითმარქვიად, მათ ქმედებას- საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხყოფად

წმინდა სინოდმა მოისმინა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება პოლიტიკურ ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ შექმნილ „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია- ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობის შესახებ, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული სახელმწიფოს მიერ. ამის შესახებ ნათქვამია წმინდა სინოდის განჩინებაში. “ცნობილია, რომ აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციაში მიღებულ პირებს (განურჩევლად სქესისა) მათი „ეპისკოპოსთა კრება“ ანიჭებს „სასულიერო პირის“ წოდებას და აძლევს დამადასტურებელ…

13.02.2021 | 17:46
საეკლესიო კალენდარი: 13 თებერვალი

13 თებერვალი (ძველი სტილით 31 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია. მართლმადიდებელი ეკლესია 13 თებერვალს უვერცხლოთა მოწამეთა კვიროსისა და იოანესი და მათთანა მოწამეთა: ათანასიასი და ასულთა მისთა: თეოდოტიასი, თეოქტისტასი და ევდოქსიასი (311); მოწამეთა: ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდისა, დიოდორესი, სერაპიონისა და პაპიანესი (251); ასევე მოწამეთა, რიფენე კვიზიკელისა.ილია არდუნისის და ნიკიტა ნოვგოროდელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდანი…

13.02.2021 | 17:31
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება (11.02.2021)

მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მან ისაუბრა განსახილველი თემების აქტუალობაზე და პირველ საკითხად დავით…

13.02.2021 | 12:24
მსოფლიო პატრიარქი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს წერილით მიმართავს

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს წერილით მიმართავს. წერილში აღნიშნულია, რომ ამერიკის საეპისკოპოსოს კლერიკოსები: ეკონომოსი დუან გონსონი, პრესვიტერი დიონისე ლისტერმან იერლინგი, ნიკოლოზ გრაფი, ემანუელ ხაძიდაკისი და კევინ მილსაპსი და პრესვიტერი დიმიტრი გეორგიადისი, სვიმის სამიტროპოლიტოს კლერიკოსი უკიდურესად მძიმე კანონიკურ დანაშაულში ჩავარდნისათვის, სამღვდელო ხარისხიდან დაყვანილი იქნენ ერისკაცობამდე“, – ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის წერილშია აღნიშნული. წერილს,…

12.02.2021 | 17:18
გორისა და ატენის მიტროპოლიტი: სინოდის განჩინებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ

საქართველოს საპატრიარქოს კედლებში გაიმართა წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომის საკითხები ფრიად მნიშვნელოვანი იყო. სინოდმა განიხილა დაახლოებით ათამდე საკითხი, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ ისაუბრა. „განხილული საკითხები ეხებოდა დავით გარეჯს, ასევე ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც არის პანდემია. ასევე იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომლებიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ სრულიად საქართველოს…

12.02.2021 | 17:13
მეუფე მიქაელი: ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ

უბრალო წამალი რომ მიაწოდოთ თქვენს შვილს, ამაზე შეიძლება, ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ. დაახლოებით ხვდებით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ, – განაცხადა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ექიმები უნდა ჩამოყალიბდნენ. „ვაქცინასთან დაკავშირებით ისევ იმავე აზრზე ვართ – ეს არის ნების თავისუფლება. როგორ შეიძლება, მე გითხრათ, გინდა თუ არა…

12.02.2021 | 16:46
მეუფე მიქაელი ჟურნალისტებს – გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?!

გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ”,-ამის შესახებ მეუფე მიქაელმა სინოდის სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე მიქაელი დასძენს, საპატრიარქო მოგვიანებით გაავრცელებს ინფორმაციას სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ. “გარეჯის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რას ფიქრობთ, უარყოფითს იტყვის?! დაწვრილებით ყველაფერს მოგახსენებენ. 1938 წელს შექმნილი რუკიდან გამომდინარე, რაღაც გადაცდომა თუ იყო…

12.02.2021 | 16:41
მეუფე დავითი – სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით

წმინდა სინოდმა დღეს დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 200 ათასიანი რუკების მიხედვით, რომლის გამოყენების აუცილებლობაზე 1996 წელს ორმა ქვეყანამ შეთანხმებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ აბბა ალავარდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა….

12.02.2021 | 16:32
მეუფე დანიელის განცხადებით, პირს, რომელიც ორგანიზაციაში “ბიბლიური თავისუფლება” გაწევრიანდება, ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის (დათუაშვილი) განცხადებით, ადამიანი, რომელიც გაწევრიანდება ისეთ ორგანიზაციაში როგორიცაა „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“ ნათლობის, ჯვრისწერის, წესის აგებისა და ზიარების უფლება აღარ ექნება. ამის შესახებ მღვდელმთავარმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „შეიქმნა ასეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია „ქრისტიანთა გაერთიანება, ბიბლიური თავისუფლების ორგანიზაცია“. ის განურჩევლად სქესისა ადამიანებს თავის რიგებში აწევრიანებს და…

Τα σημαντικότερα νέα