ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.03.2021 | 13:15
საეკლესიო კალენდარი: 10 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 მარტს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმინდა ტარასის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი….

09.03.2021 | 17:15
მამა მიქაელ ბოტკოველი – ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინდელი ინციდენტისას შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები

ჩვენ იქ შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და ამის მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ, – ამის შესახებ მამა მიქაელ ბოტკოველმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეპარქიაში იყვნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დესტრუქციული ქმედებების დროს, ადამიანებს…

09.03.2021 | 17:12
საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს – დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო მოქმედებები აღიკვეთება

საქართველოს საპატრიარქო გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. „მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ: 1. ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა…

09.03.2021 | 17:09
ანდრია ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია იმოქმედებს კანონიკური სამართლის მიხედვით იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ. „შესაძლებელია სრულიად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და…

09.03.2021 | 17:05
მეუფე სტეფანე – მრევლთან მსიამოვნებს ურთიერთობა, გულანთებული ადამიანები არიან, იმედი მაქვს, დამთავრდება სკანდალი ჭყონდიდის ეპარქიაში და დაიწყება სულიერი ცხოვრება

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, გუშინ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომლებიც არასწორად ცხოვრობენ, არაეკლესიური წესით შეკრიბეს ხალხი და შეთქმულება მოაწყეს. „არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას, რა მაქვს დასატოვებელი? იქ რამდენიმე სასულიერო პირმა, რომელიც არასწორად ცხოვრობს და მოქმედებს, არაეკლესიური წესით შეკრიბა ხალხი, შეთქმულება მოაწყეს. მე ჩვეულებრივად მოვიწვიე სამღვდელოების კრება….

08.03.2021 | 14:25
ლენდარი: 8 მარტი საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 8 მარტს სმირნელი ეპისკოპოსის

საეკლესიო კა მღვდელმოწამე პოლიკარპეს, ასევე სირიელი მეუდაბნოეების: იოანეს, ანტიოქეს, ანტონინეს, მოსეს, ზევინის, პოლიქრონის, სხვა მოსეს და დამიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. პოლიკარპე სმირნელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 8 მარტი მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის ხსენების დღეა პოლიკარპე I საუკუნის მიწურულს დაიბადა . ის მცირე აზიის ქალაქ…

08.03.2021 | 14:20
საქართველოში ყველიერის კვირა დაიწყო

მართლმადიდებლური ეკლესიის უძველესი ტრადიციის მიხედვით, ყველიერის პერიოდში ქრისტიანები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ყველიერი მოძრავი დღესასწაულია. ყველიერის კვირის დაწყების თარიღი ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ამ დღესასწაულიდან 56 დღით ადრე იწყება. 2021 წელს ყველიერი 8 მარტს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველიერის კვირა – ეს არის მოსამზადებელი პერიოდი დიდი მარხვისთვის. ამ დროს იკრძალება ხორცის მიღება. თუმცა ხსნილია…

07.03.2021 | 20:27
მიტროპოლიტი შიო – ღმერთი არ გსჯით – თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით

ნამდვილი ქრისტიანი ცდილობს, ისე ააწყოს თავისი ცხოვრება, რომ მუდმივად ღმერთთან იყოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს განცხადებით, ღმერთი არ სჯის, არამედ თვითონ ადამიანი ისჯება, თავად ირჩევს საკუთარ სამუდამო ხვედრს ამ ცხოვრებაში თავისი საქმეების მიხედვით. „დღევანდელ კვირას ეწოდება საშინელი სამსჯავროს კვირა, რადგან ეს არის…

07.03.2021 | 20:21
სიტყვა ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე – წმიდა ეფრემ ასური

ქრისტეს მოყვარე ძმებო, ისმინეთ სიტყვა ჩვენი მეუფის, იესო ქრისტეს მეორე და საშინელ მოსვლაზე. გავიხსენე ეს მრავალსაგოდებელი ჟამი და ძრწოლამ შემიპყრო დიდი შიშისგან, რადგან გულში განვიზრახავდი: რა მოხდება მაშინ! ვინ აღწერს ამას? რომელი ენა გამოთქვამს ამ სათქმელს? რომელი სმენა დაიტევს ამ სასმენელს? მაშინ მეუფე მეუფეთა აღდგება მისი დიდების საყდრიდან, გარდამოვა, რათა ყოველი დაბადებული იხილოს, ყველას ანგარიში…

Τα σημαντικότερα νέα