ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.03.2021 | 14:26
საპატრიარქო – სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში სასულიერო პირები მოსახლეობას „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ. მათივე ცნობით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა ქალაქ მცხეთის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს. „დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში…

12.03.2021 | 13:21
საეკლესიო კალენდარი: 12 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა, მღვდელმოწამისა ნესტორისა, ღირსთა დედათა მარინასი და კირასი; ღირ. კასიანე რომაელისა; ღირ. იოანესი, მოწ. თეოქტირისტესი, ხსენების დღეს.   ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან…

11.03.2021 | 16:48
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ბოროტებას თუ არ განეშორე, შენ აუცილებლად თანამონაწილე ხდები ბოროტებისა

ბოროტებას თუ არ განეშორე, შენ აუცილებლად თანამონაწილე ხდები ბოროტებისა, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად უნდა ჩახედოს საკუთარ თავს, ორივე მხარემ და დავინახოთ ჩვენი შეცდომები. „საზოგადოება, ეს არის ხალხი, რომელიც თავისი შინაგანი არსით განახლებადი უნდა იყოს, წარსულს არ უნდა მიუბრუნდეს და თუ სხვის შეცდომებზე არა, თავის შეცდომებზე მაინც…

11.03.2021 | 15:01
წმ.შიოს სახელობის მონასტერი

წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ “ივერია”-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის…

11.03.2021 | 13:16
საეკლესიო კალენდარი: 11 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს ღირსი პროკოპი დეკაპოლელის და ღირსი თალალე სირიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი ღირსი პროკოპი დეკაპოლელის ხსენების დღეა. პროკოპი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის ოლქში მოღვაწეობდა. წმინდა პროკოპი თავის თანამოღვაწე, წმინდა ბასილისთან და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის…

10.03.2021 | 17:11
მეუფე ანტონი – გვინდა სიტუაცია დალაგდეს, ეკლესია სიმშვიდისკენ მოუწოდებს – ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ? – რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!

ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? – რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, თავის ეპარქიაში სასჯელი ვის დაადოს ჟურნალისტებს და „ანგაჟირებულ მრევლს“ ვერ ჰკითხავს….

10.03.2021 | 16:51
მეუფე მიქაელი მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე – ამ პროცესებში ვხედავ იმას, ვისაც საქართველო და დედა ეკლესია არ უყვარს, უნდა ჩვენი ხელით დაგვაშლევინოს ქვეყანა – ეს არის შიდა თუ გარე მტრები

ესე იგი, მაინც და მაინც ორმა დიაკვანმა და 5-მა მღვდელმა არ უნდა დაუჯეროს და ეს არის სიმართლე და თუ 100 და 500 სასულიერო პირი გემორჩილება, ისინი ცუდები არიან?- ასე შეაფასა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული პროცესები, რომლებიც მეუფე სტეფანეს მიერ ეპარქიის ორი დიაკვნისთვის – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმოქმედებებში მონაწილეობის…

10.03.2021 | 16:44
მეუფე დავითი მარტვილის ეპარქიის მოვლენებზე – გადაჭრით თქმა, რომ პოლიტიკური ძალა დგას ამის უკან, შეიძლება მართებული არ იყოს

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან რომ პოლიტიკური ძალები შეიძლება იდგნენ, ამის თქმა მართებული არ არის. ამის შესახებ მეუფე დავითმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ ყოფილ მღვდელმთავარს პეტრე ცაავას სამღვდელო პირებთან კონტაქტი აქვს, „შეიძლება რაღაც ბიძგის და წაქეზების მომენტები იყოს“. „გუშინდელი შემთხვევა არაეთიკური იყო. არ შეიძლება, როდესაც კრება…

10.03.2021 | 16:23
მზადება დიდი მარხვისათვის

დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო…

Τα σημαντικότερα νέα