ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სინოდის სხდომაზე კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაყენებაზე იქნება მსჯელობა, „ცალსახა დანაშაულია“. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებაში მედიის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია „ინფექციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს”. „ვაქცინა დაკავშირებულია აცრასთან. ადამიანის ორგანიზმში შეჰყავთ მცირე დოზით ავადმყოფობა იმისთვის, რომ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. თუ ექიმს შეეშალა და ინფექცია…
ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა, სადაც დღეს წმინდა სინოდის სხდომა იმართება. „ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ვაქცინაცია არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობთ, ჩვენ ასე გადავწყვეტთ, რომ ვინც ვაქცინაციას გაიკეთებს და ვინც არ გაიკეთებს, ზიარების უფლებას…
11 თებერვალი ( ძველი სტილით 29 იანვარი) – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ხსნილია. 11 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს მოწამეთა: აშოტ დიდი კურაპალატის, რომანოზის, იაკობის, ფილოთეოზის, იპერიქის, აბიბოსი, ივლიანესი და პარიგორის, სილოვანე ეპისკოპოსის, ლუკა დიაკონისა და მოკიოს წიგნის მკითხველის ხსენების დღეს და წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის ნაწილთა აღმოყვანებას. წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი, არტანუჯის ტაძარში წამებული…
11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე. „ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში. …
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ. ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას „ფეისბუქში“ ეხმაურება. „ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,-წერს ჯაღმაიძე. ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ…
ის, რაც ხდება გელათში, ყველას დანაშაულია, დანაშაული ვრცელდება ერზე, ბერზე, მთავრობის წარმომადგენლებზე, – ამის შესახებ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გელათში, დავითობის დღესასწაულზე განაცხადა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი გელათში წირვა-ლოცვას დაესწრო, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფემ, იოანე გამრეკელმა აღავლინა. მათ გელათში არსებულ პრობლემებზე ქადაგების დროსაც ისაუბრეს, მოგვიანებით კი მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ გელათის მონასტერში არსებულ მდგომარეობას…
სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება. ადგილობრივი მედია სერბეთის წმინდა სინოდში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. სერბეთის პატრიარქი ირინეოსი გასული წლის 20 ნოემბერს კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამავე ვირუსით საავადმყოფოში მკურნალობდა პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, რომელიც საავადმყოფოდან 10 დეკემბერს გაწერეს. ახალი პატრიარქის არჩევა წმინდა საბას…
საპატრიარქოში სასულიერო პირები შეიკრიბნენ. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა საკითხებზე იქნება მსჯელობა ხვალინდელ სხდომაზე. როგორც მეუფე მიქაელმა განაცხადა, არცერთი კითხვა არ იქნება პასუხგაუცემელი. „რა მოცემულობაც იქნება, იმაზე ვიმსჯელებთ, არცერთი შეკითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი, ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ. დღეს, ვარაუდით საუბარი არ შემიძლია, არც იქნება სწორი და სწორ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა. წმინდა სინოდის სხდომა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 თებერვალს ღირსი ეფრემ ასურის, ღირსი პალადი მეუდაბნოის და ღირსის ისააკ ასურის, ნინევიის ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ეფრემ ასური ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში. მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი…