როგორ უნდა გავატაროთ დღე ზიარების შემდეგ? ამბობენ, რომ არ შეიძლება მუშაობა. საუბრითაც თითქოს მადლს ვკარგავთ? ზიარების შემდეგ უმჯობესია უცებ არ დავტოვოთ ტაძარი და ჩვენი სიტყვებითაც ვუთხრათ ღმერთს მადლობა. სიმშვიდესა და განმარტოებაში ალბათ უკეთესად გავიაზრებთ რა აღესრულა ამ დღეს. არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ტაძრიდან გასვლისას ქრისტეს დასამოწმებლად მივდივართ ერში და მუშაობაც რომ მოგვიხდეს, არც ამან…
რა უნდა ვიცოდეთ დაკრძალვის შესახებ გარდაცვალების შემთხვევაში, პირველივე დღიდან დასაფლავებამდე, მიცვალებულის თავთან ჩაუქრობლად უნდა ენთოს სანთელი და კანდელი, უნდა იდგას ნაკურთხი ხატი. ამასთანავე მიცვალებულის თავთან იდება ნაკურთხი მარილი, ღვინო, ზეთი, ხორბალი, წყალი და მისი საფლავისთვის ნაკურთხი მიწა. სასურველია ოთახში მიცვალებული ისე იყოს დასვენებული, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს (თუ ფართობი საშუალებას გვაძლევს), იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ვლოცულობთ…
მართლმადიდებელი ეკლესია 3 თებერვალს ღირსი მაქსიმე აღმსარებელის, წმიდა პატრიარქის კალისტრატეს, მოწამე ნეოფიტეს, მოწამეთა: ევგენის, კანდიდეს, ვალერიანეს და აკვილას, ქალწულმოწამე აგნია ქალწულის, მოწამე ანასტასის და ღირსი მაქსიმე ბერძენის ხსენების დღეს აღნიშნავს. კალისტრატე პატრიარქი კალისტრატე (ბიჭიკო) ცინცაძე დაიბადა ვანში 1866 წელს. 1888 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო 1892 – კიევის სასულიერო აკადემია. 1893 წელს მღვდლად ეკურთხა…
წმინდა ექვთიმე 1325 წელს დაიბადა ტირნოვოში, დიდებულთა ოჯახში. 1350 წელს მონაზვნად აღიკვეცა კელიფერევოს მონსტერში, რომელიც ახალი დაარსებული ჰქონდა ღირს თეოდოსის, რომელმაც ბულგარეთში ისიხასტთა სწავლება შემოიტანა. აქ წმინდა ექვთიმე დამოძღვრეს ღირსი გრიგოლ სინელის სულიერი ცხოვრების პრინციპების მიხედვით. ამ მონასტერში დაუმეგობრდა ის წმინდა კვიპრიანეს, ქალაქ კიევის მომავალ მიტროპოლიტს. ექვთიმე იმდენად გამოირჩეოდა სათნოებებით, რომ მას მონასტრის სალარო ჩააბარეს….
ეგვიპტეში მოსანგრე ანტონი დიდის მსგავსად, წმინდა ექვთიმეს მოღვაწეობა იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ მოგვიანებით შთამაგონებელი და ფუძემდებელი გახდა ფართო მონაზვნური მოძრაობისა, რომელიც მიმოიფინა პალესტინის ყველა უდაბნოში. ღირსი ექვთიმე მდინარე ევფრატის პირას ქალაქ მელიტინაში დაიბადა 378 წელს, ღვთისმოშიშ ქრისტიანების პავლესა და დიონისიას ოჯახში. დიდი ხნის მანძილზე მათ შვილი არ უჩნდებოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, მოწყალება მოეღო მათზე….
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გულითადად ულოცავს ბატონ ენრიკოს დაბადების 90-ე წლისთავს და ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს შემოქმედებით გზაზე! ძველი ქართული ფილოლოგიის ცნობილ მკვლევარს, ლიტერატურის ისტორიკოსს, არქეოგრაფს – ენრიკო გაბიძაშვილს – დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა. ბატონი ენრიკო მის მიერ განვლილი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ისეთივე რუდუნებით ემსახურებოდა ქართულ ფილოლოგიურ სკოლას, როგორც ამას დიდი ათონელი…
ერთი კი წინასწარ განზრახულად იძახის, რომ ეს მიწა სხვისია, ვის ანდობ ასეთ საქმეებს?! -გარეჯასთან სამივე ხელისუფლება უსუსური იყო,- ამის შესახებ მეუფე იაკობმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ხელისუფლება ვერ ახერხებს დავით-გარეჯის საკითხის მოგვარებას, ამას ეკლესია მოაგვრებს. „როცა ადამიანს ციხიდან უშვებენ სასიხარულო მოვლენაა, თვითონ მას უხარია, ოჯახის წევრებს, ბევრ მის…
თუ ჩვენ გვექნება იმედი მხოლოდ ღვთის სიყვარულისა და წყალობისა, თუ გავთავისუფლდებით ჩვენი მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, უფალი ამბობს,…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 იანვარს აღნიშნავს მიცვალებას ქართველთა კეთილმორწმუნე მეფისა თამარისა და ასევე იხსენიებს ღირს ეფრემ მცირეს, ღირს ალექსი მღვდელმონოზონს, ათანასე და კირილეს ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსებს და ღირს მარკიანე კერკირელის. თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთადერთი მეფე ქალი მე-12 საუკუნის ბოლოს და მე -13 საუკუნის დასაწყისში მეფობდა. მის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. თამარი ატარებდა…