ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
28.01.2021 | 20:21
დეკანოზი თადეოზი ქადაგებისთვის შენდობას ითხოვს

დეკანოზ თადეოზ სარალიძე შენდობის თხოვნის წერილს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი ქადაგება არაკორექტული იყო, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. „მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება. ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში…

28.01.2021 | 20:18
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია გაგის ციხეზე ჯვრის მოპარვის შესახებ იუწყება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ეპარქიაში ვანდალური ფაქტის შესახებ იუწყება, რომლის თანახმადაც, გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზეა განთავსებული: “სამწუხაროდ, კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში. ექვსი წლის წინ, გაგის ციხე-სიმაგრეზე, მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, საზეიმოდ აღმართული ჯვარი დღეს ბარბაროსულად იქნა ადგილიდან აღებული და მოპარული. წმიდა ნინოს ხსენების დღესთან…

28.01.2021 | 20:15
ბავშვებმა ზიარების წინ რამდენი ლოცვა წაიკითხონ?

ბავშვებისთვის რამდენიმე ლოცვის წაკითხვაც საკმარისია. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ ამ ლოცვებს ისინი ხალისით და ყურადღებით კითხულობდნენ და არა ძალდატანებით და გონებაგაფანტვით. მარხვის დაცვაც მსუბუქად მართებთ პატარებს. ვახშამი უმჯობესია მოკრძალებული სუფრით შემოიფარგლოს. მშობლებმა ბავშვებში ღვთისადმი კრძალვა და სიყვარული უნდა გააღვივონ. ტაქტიკა უნდა შეცვალონ თუ თავიანთი მეცადინეობით ბავშვს კანონებისადმი ზიზღი უჩნდება. აღსარებაზე მოსვლის დრო უმჯობესია ბავშვის…

28.01.2021 | 12:49
მეუფე იაკობი: “თუ გაინტერესებთ მესამე ძალა, გექნებათ მესამე ძალა!”

იმასაც გვაფიქრებინებენ, რომ ცოტა ჩავერიოთ. მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაღუპავენ საქართველოს ამ იწილო-ბიწილოში, – ასე შეაფასა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, ოპოზიცია უნდა ხედავდეს, რომ ქუჩაში ხალხის გამოყვანის ძალა არ აქვს. მეუფის განმარტებით, ეკლესიამ საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას გარეთ გამოსვლისკენ რომ მოუწოდოს, ბევრად მეტი…

27.01.2021 | 17:18
წმინდა ნინოს ჯვრები

ერთ კლდეზე იდგა ხე ფრიად მშვენიერი და საოცრად სურნელოვანი. მრავალი სასწაული ისმოდა მისგან, ისარცემულ ნადირს რომ მიერბინა და ამ ხის ფოთოლი ან ნაყოფი ეჭამა, სიკვდილს განერებოდა. როცა წმინდა იოანე ეპისკოპოსს აუწყეს ამ ხის შესახებ, მოვიდა, იხილა და ბრძანა: ამ ხის კეთილსურნელება მოასწავებს, რომ ღვთის მადლი მოეფინება ქართლის სამეფოს. ამ ხისგან უნდა გამოიჭრას პატიოსანი ჯვრებიო. 25…

27.01.2021 | 17:16
მაყვლოვანი

მცხეთაში შემოსულმა წმინდა ნინომ სწორედ “მაყვლოვნად” წოდებულ ადგილას დაივანა და რამდენიმე წელი აქ ფარულად ლოცულობდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების მერე მეფე მირიანი ამ ადგილს დიდი მოკრძალებით ეკიდებოდა. ამ დიდ სიწმინდეს მან ზღუდე შემოავლო. მაყვლოვნის ზემოთ, მცირე მოშორებით, მეფე მირიანმა მცირე ზომის ეკლესია ააშენა, ხოლო მაყვლის ბუჩქი, რომლის ფოთოლიც კი არ ჩამოუგდია მეფეს, დღესაც დგას და ყვავის…

27.01.2021 | 17:14
წმინდა ნინო, რომლის ხსენების დღეა, ჩვენთან უხილავად იმყოფება, გვლოცავს, გვაკურთხებს და გვეფერება

გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ დავით გეგეშიძის ქადაგების არქივს: -მოგილოცავთ წმინდა ნინოს ხსენებას. წმინდა ნინოობა ქართველმა ერმა წმინდად შეისისხლხორცა, ნინოს მამას ერქვა ზაბულონი, იგი კაბადოკიაში ცხოვრობდა , ახალგაზრდა წავიდა რომში და დაიწყო სამხედრო სამსახურში მოღვაწეობა. იქ თავი ისახელა მან და შემდგომ , გარკვეული წლების მერე დაუბრუნდა თავის სამშობლოს. დაბრუნებისას მან შეირთო ცოლად,…

27.01.2021 | 17:07
ილია მეორე – ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეთ მას და საქართველოს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. განსაკუთრებით მივულოცავ, ვინც მის სახელს ატარებს. თქვენ იცით, რომ ჩვენი პრეზიდენტი, რომელსაც ვუწოდებთ სალომეს, არის მატარებელი სხვა სახელის – ნინოსი. ვულოცავთ ჩვენს პრეზიდენტს ნინოობას, ღმერთმა ძალა მისცეთ მას…

27.01.2021 | 17:03
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია გაგის ციხეზე ჯვრის მოპარვის შესახებ იუწყება

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია ეპარქიაში ვანდალური ფაქტის შესახებ იუწყება, რომლის თანახმადაც, გაგის ციხეზე აღმართული ჯვარი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ეპარქიის “ფეისბუკის” გვერდზეა განთავსებული: “სამწუხაროდ, კიდევ ერთი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში. ექვსი წლის წინ, გაგის ციხე-სიმაგრეზე, მეუფე გიორგის ლოცვა-კურთხევით, საზეიმოდ აღმართული ჯვარი დღეს ბარბაროსულად იქნა ადგილიდან აღებული და მოპარული. წმიდა ნინოს ხსენების დღესთან…

Τα σημαντικότερα νέα