ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
14.03.2021 | 19:18
“მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს: იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეაჩერა, მრევლმა ორი კვირა მოიცადოს და დაელოდოს ამ ქვეყნების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. “სინოდის გადაწყვეტილება ვაქცინასთან დაკავშირებით განჩინებაშიც ჩაიწერა. მთავარი საკითხი, რაზეც სინოდმა გაამახვილა ყურადღება, იყო, რომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს ვაქცინაცია….

14.03.2021 | 19:06
15 მარტიდან მართლმადიდებელი მრევლისთვის დიდი მარხვა იწყება

15 მარტიდან მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლისთვის დიდი მარხვა იწყება. ძველი ქრისტიანები დიდმარხვაში, და განსაკუთრებით პირველ შვიდეულში, მეტად მკაცრად მარხულობდნენ: მთელ დღეს ტაძარში ატარებდნენ და ჭამდნენ უზეთო საჭმელს – დღეში ერთხელ მზის ჩასვლის შემდეგ. თუმცა, მარხვის სიმკაცრეზე კურთხევას მრევლს მოძღვარი აძლევს. რაც შეეხება ლოცვას, დილითა და საღამოს დამატებით იკითხება წმ. ეფრემ ასურის სინანულის მოკლე სავედრებელს „უფალო და…

14.03.2021 | 13:37
საეკლესიო კალენდარი: 14 მარტი

ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს: მღვდელმოწამისა თეოდოტესი, კვირინელი ეპისკოპოსისა, ქალწულმოწამისა ევთალიასი, მოწამისა ტროადისა, ღირსისა აგათონ ეგვიპტელისა, 440 იტალიელ მოწამეთა, წმ. არსენი ტვერელი ეპისკოპოსისა.   წმიდა მღვდელმოწამე თეოდოტე კვირინელი კვიპროსის ქალაქ კირიის ეპისკოპოსი, წარმოშობით გალატიიდან იყო. უსჯულო ლიკინიუსის დროს (307-324) იგი წარმართთა შორის უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას. კვიპროსის მთავარმა, საბინმა, ბრძანა, ეპისკოპოსი შეეპყროთ. ეს რომ…

13.03.2021 | 13:54
საეკლესიო კალენდარი: 13 მარტი

13 მარტს მოხსენიების დღეა: ღირსისა მოწამისა ევდოკიასი; მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა; მოწამისა ანტონინასი ; მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა.   ღირსმოწამე ევდოკია იყო სამარიტელი, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში. ერთხელ ევდოკიამ მოისმინა წმიდა წერილის სიტყვები, რომლებიც ადამიანებს მართალთათვის გამზადებულ მარადიულ ნეტარებასა და ცოდვილთა სამსჯავროს…

12.03.2021 | 21:53
კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის

† ბართლომეოსი წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრაირქი ეკლესიას სისავსეს: ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა * * * ყოვლად ღირსეულნო ძმანო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო, ღმრთის კეთილი ნებითა და ყოველი სიკეთის მომნიჭებელი მადლით, ჩვენ შევაბიჯებთ წმიდა და…

12.03.2021 | 14:26
საპატრიარქო – სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მცხეთაში სასულიერო პირები მოსახლეობას „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე უბანში, სასულიერო პირები ადგილობრივ მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების „გადასახადის“ გადახდას აიძულებდნენ. მათივე ცნობით, ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება. ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელების დრო ემთხვევა ქალაქ მცხეთის მართვის გეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარკვეულ ეტაპს. „დღეს, 2021 წლის 11 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში…

12.03.2021 | 13:21
საეკლესიო კალენდარი: 12 მარტი

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსისა ბასილი აღმსარებელისა, მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა, მღვდელმოწამისა ნესტორისა, ღირსთა დედათა მარინასი და კირასი; ღირ. კასიანე რომაელისა; ღირ. იოანესი, მოწ. თეოქტირისტესი, ხსენების დღეს.   ღირსი ბასილი აღმსარებელი ბერი იყო. ის მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულებისათვის ეწამა ხატმებრძოლი იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-741) დროს. როცა წმიდა ხატების თაყვანისმცემელთა დევნა დაიწყო, ბასილი თავის მოსაგრესთან, ღირს პროკოფისთან…

11.03.2021 | 16:48
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: ბოროტებას თუ არ განეშორე, შენ აუცილებლად თანამონაწილე ხდები ბოროტებისა

ბოროტებას თუ არ განეშორე, შენ აუცილებლად თანამონაწილე ხდები ბოროტებისა, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ კარგად უნდა ჩახედოს საკუთარ თავს, ორივე მხარემ და დავინახოთ ჩვენი შეცდომები. „საზოგადოება, ეს არის ხალხი, რომელიც თავისი შინაგანი არსით განახლებადი უნდა იყოს, წარსულს არ უნდა მიუბრუნდეს და თუ სხვის შეცდომებზე არა, თავის შეცდომებზე მაინც…

11.03.2021 | 15:01
წმ.შიოს სახელობის მონასტერი

წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ “ივერია”-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის…

Τα σημαντικότερα νέα