საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 მარტს ღირსი პროკოპი დეკაპოლელის და ღირსი თალალე სირიელის ხსენების დღეს აღნიშნავს. საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 მარტი ღირსი პროკოპი დეკაპოლელის ხსენების დღეა. პროკოპი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის ოლქში მოღვაწეობდა. წმინდა პროკოპი თავის თანამოღვაწე, წმინდა ბასილისთან და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად აღუდგა წინ ახალაღმოცენებულ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორის ლეონ ისავრიელის…
ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ, რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? – რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ!, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა. როგორც მეუფე ანტონმა აღნიშნა, თავის ეპარქიაში სასჯელი ვის დაადოს ჟურნალისტებს და „ანგაჟირებულ მრევლს“ ვერ ჰკითხავს….
ესე იგი, მაინც და მაინც ორმა დიაკვანმა და 5-მა მღვდელმა არ უნდა დაუჯეროს და ეს არის სიმართლე და თუ 100 და 500 სასულიერო პირი გემორჩილება, ისინი ცუდები არიან?- ასე შეაფასა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მეუფე მიქაელმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული პროცესები, რომლებიც მეუფე სტეფანეს მიერ ეპარქიის ორი დიაკვნისთვის – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმოქმედებებში მონაწილეობის…
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) განცხადებით, მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების უკან რომ პოლიტიკური ძალები შეიძლება იდგნენ, ამის თქმა მართებული არ არის. ამის შესახებ მეუფე დავითმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თუ ყოფილ მღვდელმთავარს პეტრე ცაავას სამღვდელო პირებთან კონტაქტი აქვს, „შეიძლება რაღაც ბიძგის და წაქეზების მომენტები იყოს“. „გუშინდელი შემთხვევა არაეთიკური იყო. არ შეიძლება, როდესაც კრება…
დიდი მარხვა თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისაგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. ეკლესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის სამი კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილის, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 მარტს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმინდა ტარასის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი….
ჩვენ იქ შევამჩნიეთ არა მხოლოდ მორწმუნე, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები, ეს კადრებში ძალიან კარგად ჩანს და ამის მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ, – ამის შესახებ მამა მიქაელ ბოტკოველმა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეპარქიაში იყვნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ ეკლესიურ ცხოვრებასთან. მიქაელ ბოტკოველის განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დესტრუქციული ქმედებების დროს, ადამიანებს…
საქართველოს საპატრიარქო გუშინ მარტვილში, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები მასმედიით ნაწილობრივ გაშუქდა და მოსახლეობას გარკვეული წარმოდგენა შეექმნა. „მათთვის კი, ვისაც არ უნახავს კადრები ან მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვს, განვმარტავთ: 1. ა.წ. 11 თებერვალს საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ, წმინდა სინოდმა, ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელად განაწესა ცაგერისა…
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესია იმოქმედებს კანონიკური სამართლის მიხედვით იმის შესაბამისად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯაღმაიძე არ გამორიცხავს, რომ მარტვილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მღვდელმსახურება სხვა სასულიერო პირებსაც შეუჩერდეთ. „შესაძლებელია სრულიად, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, რადგან გუშინ რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი, გამაოგნებელი პრეცედენტი ძალით ეკლესიის რეზიდენციაში შეჭრისა და…