ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
02.03.2021 | 16:47
ირაკლი ღარიბაშვილი – ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც არის ანტისახელმწიფოებრივი და მიუღებელი

ეკლესიის, პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისწამებები ვიხილეთ, რაც მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრით გამოხატა პატივისცემა და მოკრძალება პატრიარქის, ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ. „ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და დიდი პატივია ჩვენს უწმინდესთან, ჩვენს პატრიარქთან შეხვედრა. დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ…

01.03.2021 | 16:52
საეკლესიო კალენდარი: 1 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1 მარტს მესოპოტამიელ ეპისკოპოსს ღირს მარუთას, ასევე მოწამეებს – პამფილე ხუცს, ვალენტი დიაკონს, პავლეს, პორფირიოსს, სელევკის, თეოდულესს, ივლიანეს, სამოელს, ელიას, დანიელის, იერემიას და ესაიას იხსენიებს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში. მესოპოტამიელი ეპისკოპოსი მარუთა მარუთა ეპისკოპოსი მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის II (381წ.) და მესალიანების წინააღმდეგ მიმართულ ანტიოქიის…

28.02.2021 | 20:04
უძღები შვილის კვირა – მეუფე შიოს ქადაგება

ინებოს უფალმა, უძღები შვილის მსგავსად, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტმა ისაუბრა დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კვირის შესახებ. „დღეს არის დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კიდევ ერთი კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირა, ვინაიდან ყველა ეკლესიაში იკითხება უფალ იესო…

28.02.2021 | 20:03
მეუფე იაკობი – ოთხ წელზე მეტი არცერთი ძალა აღარ უნდა გააჩერო საქართველოში

არავინ უნდა გაიფხოროს, მოვიდნენ, დაილაპარაკონ და დიდი შერიგება მოხდეს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მეუფე ხელისუფლებას და ოპოზიციას სთავაზობს, რომ ეკლესია იყოს ის ადგილი, სადაც მხარეები შეთანხმებას შეძლებენ. ამასთან, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს და 4 წელზე მეტი ვადით ხელისუფლებაში არავინ უნდა დარჩეს. „თუ გამოვიდა, თვითონ ის ლიდერები დაასამარებენ…

28.02.2021 | 19:39
საეკლესიო კალენდარი: 28 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 თებერვალს წმინდა მოციქულ ონისიმეს, (სამოცდაათთაგანს) ღირსი პაფნუტის და მის ასულის ევფროსინეს, ასევე სირიელ მეუდაბნოე ევსევის იხსენიებს.   წმიდა მოციქული ონისიმე საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 28 თებერვალი წმიდა მოციქული ონისიმეს (სამოცდაათთაგანი), ხსენების დღეა. ონისიმე ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს…

28.02.2021 | 19:11
ჯუკანოვიჩი პატრიარქ პორფირესგან მთაშავეთში არსებული განხეთქილების გადაჭრას ელის

მონტენეგროს პრეზიდენტმა, მილო ჯუკანოვიჩმა, სერბეთის ახლადარჩეული პატრიარქისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანაში არსებული საეკლესიო განხეთქილება გადაწყდება მთაშავეთის ეკლესიისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებით, რასაც წარსულში არაერთხელ ითხოვდა. “ჩვენ განსაკუთრებით ვიმედოვნებთ, რომ თქვენ, თქვენს წმინდა მისიაში, საღმრთო კანონებისა და ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის შესაბამისად, შეიტანთ საკუთარ წვლილს განხეთქილების გადალახვაში მთაშავეთის მართლმადიდებელ მორწმუნეებს შორის”, –…

27.02.2021 | 19:53
უძღები შვილის კვირა – დიდმარხვის მოსამზადებელი მეორე კვირა

დიდმარხვის მოსამზადებელ მეორე კვირას უძღები შვილის შვიდეული ეწოდება. იგი წელს 28 თებერვლიდან დაიწყება. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. წმინდა სახარების მიხედვით, უძღებმა შვილმა მამისგან საკუთარი წილი მოითხოვა და შემდეგ ქონება უცხო მხარეში გაფლანგა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა. ამჯობინა, სახლში, მამასთან დაბრუნებულიყო და მისთვის ყველაფერზე პატიება ეთხოვა….

27.02.2021 | 19:45
საეკლესიო კალენდარი – 26 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 თებერვალს ღირს მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს, ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოს ევლოგის, და სერბეთის მეფე სვიმეონ მირონმდინარეს იხსენიებს.   მარტინიანე, ზოია და ფოტინე საეკლესიო კალენდრის მიხედვით 26 თებერვალი ღირსი მარტინიანეს, ღირთა ზოიას და ფოტინეს ხსენების დღეა. მარტინიანე 18 წლის იყო, როცა პალესტინის კესარიის მახლობლად, უდაბნოში დაემკვიდრა. აქ ღირსმა მამამ მეოთხედი საუკუნე დაჰყო უფლისთვის…

26.02.2021 | 19:07
საქართველოს საპატრიარქოსთან ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი დაარსდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის 15 თებერვლიდან საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა ქართველოლოგიური კვლევის ცენტრი, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უწმიდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებით, ცენტრს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი უხელმძღვანელებენ. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ბრძანებით, 2021 წლის…

Τα σημαντικότερα νέα