ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
06.03.2021 | 19:40
ისრაელში აღმოაჩინეს 1500 წლის წინანდელი წარწერა: “ქრისტე შობილი მარიამისგან”

ისრაელში ძველბერძნულ ენაზე შესრულებული 1500 წლის ქვის დაფა იპოვეს. წარწერა – “ქრისტე შობილი მარიამისგან”, განთავსებული იყო ტაძრის შესასვლელის თავზე. “ამ ფრაზას ქრისტიანები იყენებდნენ ავი თვალისგან, ძველი ბერძნული და რომაული წყევლისგან დასაცავად”, – წერს ინგლისური გაზეთი “Daily Mail” -ი. წარწერა აღმოაჩინეს ძველი, ულამაზესი ტაძრის გათხრებისას, რომელსაც ჰქონდა რთული გეომეტრიული ჭრილის მოზაიკით მოპირკეთებული იატაკი. იგი აშენებული იყო…

05.03.2021 | 16:28
მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა. მეუფე იაკობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე მისაღებია. „ახალ პრემიერზე რომ მეკითხებით, იცით ჩემი და მისი ურთიერთობა. ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო. თუნდაც მელიას გადაწყვეტილება რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილებაა,…

05.03.2021 | 13:08
საეკლესიო კალენდარი : 5 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 მარტს კატანელი ეპისკოპოსის ღირსი ლეონის, სპარსელი ეპისკოპოსი მღვდელმოწამე სადუკის, და 128 მოწამის. ასევე რომის პაპის აღათონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ლეონი, კატანელი ეპისკოპოსი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 5 მარტი წმინდა ლეონის ხსენების დღეა. ლეონი, სიცილიის ქალაქ კატანის ეპისკოპოსი იყო, ის განთქმული იყო თავისი სიკეთით, გულმოწყალებით, გლახაკებისა და მწირების სიყვარულით. უფალმა მას სნეულებათა…

04.03.2021 | 20:26
საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა და უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, უნივერსიტეტში საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს – საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსს კრისტენ შვაიცერს და კულტურის ატაშეს კრისტოფერ ანდერსონს უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე…

04.03.2021 | 20:18
ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ – სიტყვა პირველი – წმიდა იოანე ოქროპირი

სიტყვა პირველი 1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში…

04.03.2021 | 19:11
საეკლესიო კალენდარი : 4 მარტი

საქართველოს მართლმადიებელი ეკლესია 4 მარტს მოციქულების არქიპოსი და ფილიმონისი და მოციქულთა სწორის აპფიასი, მოწამეების მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოტასი, ღირსი ევგენის და მაკარის აღმსარებელების, ღირსი დოსითეოზის და ღირსი რაბულას ხსენების დღეს აღნიშნავს.   მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოწამე აპფია საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 მარტი წმიდა სამეოცდაათთაგანნი მოციქულების არქიფო და ფილიმონის და მოწამე აპფია, მოციქულთასწორის…

03.03.2021 | 20:20
თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია – საჯარო ლექცია თემაზე: „საზოგადოება და ფსიქოლოგიური ძალადობა“

2021 წლის 26 თებერვალს, 17 საათზე, ფსიქოთერაპევტმა ნათია წერეთელმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საჯარო ლექციათა ციკლის ფარგლებში წაიკითხა ლექცია თემაზე „საზოგადოება და ფსიქოლოგიური ძალადობა“. დისტანციურ შეხვედრაზე მომხსენებელმა ისაუბრა ფსიქოლოგის მუშაობის ძირითად საერთაშორისო პრინციპებსა და ამ პრინციპების დაცვის ვალდებულებაზე. მოხსენებაში განხილული იყო პროფესიონალი ფსოქოლოგის სოციალური პასუხისმგებლობისა და ვალდებულების საკითხები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია საზოგადოების წინაშე საჯარო…

03.03.2021 | 20:05
საეკლესიო კალენდარი: 3 მარტი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 მარტს ნიკოლოზ კათოლიკოსის, ლეონ I-ის, რომის პაპის, კონსტანტინოპოლელ პატრიარქის ფლაბიანე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ნიკოლოზ კათოლიკოსი (ბაგრატიონი) ნიკოლოზი დაახლოებით. 1510-15 წლებში დაიბადა, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის…

03.03.2021 | 19:54
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ გელათის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია

გელათში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა ზაზა ჩხიკვაძემ განუცხადა. ჩხიკვაძის თქმით, ახლა დრენაჟის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს. მისივე განცხადებით, ტაძარი სრულად დაცულია ატმოსფერული ნალექებისგან. „ვიწყებთ დრენაჟის მოწყობის სამუშაოებს, რომელიც ტაძრის გარე პერიმეტრზე საძირკვლისა და ბაზისის ნაწილიდან ატმოსფერული ნალექების მოცილებას უზრუნველყოფს. ასევე…

Τα σημαντικότερα νέα