ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
15.05.2026 | 16:21
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – გულდასაწყვეტია, რომ 17 მაისს პირველად ვხვდებით ილია მეორის გარეშე, მთელი ეკლესია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქი იმავე მნიშვნელობით აღნიშნავს ამ დღეს

ოჯახის სიწმინდის დღეს ახალი პატრიარქი, შიო მესამე გაუძღვება მსახურებას, აღავლენს სადღესასწაულო წირვას, – ამის შესახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ეკლესიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიკვეთება, რამდენად მნიშვნელოვანია მთელი ერისთვის, ეკლესიისთვის სულიერი ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დაცვა. „17 მაისი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაფუძნებული დღეა, რასაც მთელი ერისთვის…

15.05.2026 | 15:10
წმინდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა და მიტროპოლიტ ანტონისათვის (ჩერემისოვი) სულის მოსახსენიებელი ლიტია აღავლინეს

14 მაისს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, მოსკოვის წმინდა დანიელის სახ. სტავროპიგიალურ მამათა მონასტრის პატრიარქალური და სინოდალური რეზიდენციის ყოველთა წმიდათა რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულთა სახ. ტაძარში, აღსრულებულ იქნა მარადსახსენებელი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სა (†17.03.2026) და მიტროპოლიტ ანტონის (ჩერემისოვი) (†23.95.2026) სულის განსასვენებელი ლიტია. პატრიარქის პრეს-სამსახურის ცნობით, სულის განსასვენებელი მსახურება აღავლინა…

15.05.2026 | 15:08
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას უხელმძღვანელა

2026 წლის 14 მაისს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ უხელმძღვანელა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგ სხდომას დანილოვის მონასტრის პატრიარქალურ და სინოდალურ რეზიდენციაში. შეხვედრის გახსნისას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა წმინდა სინოდის წევრებს მოკლე მისასალმებელი სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც სინოდმა დღის წესრიგის მიხედვით დაიწყო მუშაობა, იტყობინება პატრიარქის პრეს-სამსახური. სხდომაში მონაწილეობენ: წმინდა სინოდის მუდმივი წევრები:…

14.05.2026 | 17:17
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე X საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოც წერილს უგზავნის

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი იოანე X სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო მესამეს მისალოც წერილს უგზავნის. „ღრმა და გულწრფელი სიხარულით მივიღეთ თქვენი ამაღლების ამბავი საქართველოს საპატრიარქო ტახტზე, ჩვენი ძმის, სამგზის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის შემდეგ. ჩვენი სახელით და ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეთა სახელით, თქვენს უწმინდესობას ვუგზავნით ჩვენს გულთბილ მილოცვებს. ვთხოვთ…

14.05.2026 | 17:08
17 მაისს სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან

17 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისის ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს, რომელსაც მისი უწმინდესობის ​აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები დაესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და…

13.05.2026 | 16:21
მსოფლიო პატრიარქი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს – ვლოცულობთ, გქონდეთ ნაყოფიერი წინამძღვრობა ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისთვის

მსოფლიო პატრიარქი შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს – ვლოცულობთ, გქონდეთ ნაყოფიერი წინამძღვრობა ერთგული სამწყსოს სასიკეთოდ, ქართველი ერის მშვიდობისთვის 10:50, 13.05.2026 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას და აღსაყდრებას ულოცავს. როგორც მსოფლიო საპატრიარქოს მისალოც წერილშია აღნიშნული, მსოფლიო პატრიარქმა შიო მესამეს გულთბილი მილოცვა გაუგზავნა, ხანგრძლივი, კურთხეული და ნაყოფიერი მსახურება უსურვა. „დიდი სიხარულით მივიღეთ სასიხარულო…

13.05.2026 | 16:20
საქართველოში პოლონეთის საელჩო შიო მესამეს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს – „გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ამ უმნიშვნელოვანესი მისიის აღსრულებაში“

საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის არჩევას, – ამის შესახებ საელჩოს ფეისბუქგვერდზეა ნათქვამი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ქვეყნის იდენტობისა და კულტურის საფუძველს წარმოადგენს. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, გისურვებთ მხნეობას, სიბრძნესა და უფლის შეწევნას ერის სულიერი წინამძღოლის…

13.05.2026 | 16:18
საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში

საქართველოში საფრანგეთის საელჩო შიო მესამეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავს. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში. „საქართველოში საფრანგეთის საელჩო ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მომენტში საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს…

12.05.2026 | 14:33
შიო III – საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას, ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ სულიერ შვილებს, რომლებიც, ვინ იცის, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას

თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ ერთი ორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი, რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად,…

Τα σημαντικότερα νέα