ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.05.2026 | 14:17
აშშ-ის საელჩო – აშშ გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს შიო III-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით, ეს ისტორიული მოვლენაა

საქართველოში აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს. როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი პირველად აირჩიეს. „შეერთებული შტატები გულწრფელ მილოცვას უგზავნის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევასთან დაკავშირებით. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქი…

12.05.2026 | 14:14
მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე – არის მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს, საყოველთაო შერიგება მოხდეს – შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ შემწყალებელი იქნება

პატრიარქის ღირსება აღსაყდრების მსახურებაზე გამოკვეთილია, რაც ვლინდება დასაწყისიდანვე, გარკვეულ დროს მას გადასცემენ საპატრიარქო კვერთხს, გარკვეულ დროს მანტიით შემოსავენ და ეს წმინდა ლიტურგიაშია ჩართული, – ამის შესახებ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განუცხადა. მან გაფართოებულ კრებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უდიდესი ღირსებით და მოწესრიგებულობით ჩატარდა გაფართოებული კრება. „უდიდესი პატივისცემა და მადლიერება ეკუთვნის საქართველოს მართლმადიდებელი…

12.05.2026 | 13:54
მღვდელმონაზონი იერონიმე ქათამაძე – არის მოლოდინი, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს, საყოველთაო შერიგება მოხდეს – შეიძლება ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ შემწყალებელი იქნება

მჯერა, დადებით ცვლილებებს შორის საყოველთაო შერიგება იქნება. იმ პოლარიზებულ გარემოში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ახალი პატრიარქი შემრიგებელი იქნება ყველა მხარეს შორის,- ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ეპარქიის მდივანმა, მღვდელმონაზონმა იერონიმე ქათამაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან ჟურნალისტებს აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც იერონიმე ქათამაძემ აღნიშნა, „არის ინფორმაცია, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს იმას, რომ…

12.05.2026 | 13:38
რუსეთის პატრიარქი კირილე შიო III-ს პატრიარქად არჩევას ულოცავს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმინდესმა კირილემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევა მიულოცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს. „გულწრფელად ვულოცავ თქვენს უწმინდესობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრად არჩევას“, – აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში. მისი მტკიცებით, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ისტორიის განმავლობაში და მტკიცედ…

12.05.2026 | 13:36
შიო მესამემ პატრიარქად არჩევის შემდეგ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა

დავლოცოთ ილია მეორის სული და მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა შიო მესამემ სიონის ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა. „დავლოცოთ ილია მეორის სული და…

12.05.2026 | 10:15
სვეტიცხოველი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის აღსაყდრება #LIVE

   1tv.ge

11.05.2026 | 17:02
შალვა პაპუაშვილი – უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი, ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეს მას. „დღეს, 2026 წლის 11 მაისს, უფლის ნებით, მის ორიათასწლოვან ეკლესიაში, ანდრია პირველწოდებულის კათედრაზე, საქართველოში…

11.05.2026 | 17:00
მიხეილ ყაველაშვილი – კათოლიკოს-პატრიარქის როლი მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრების საქმეში განუზომელია, მჯერა, რომ შიო მესამეს მოღვაწეობა სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, შიო მესამეს წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო განმტკიცდება. „თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას. ჩვენი ეკლესიისათვის ახალი სულიერი წინამძღოლის გამორჩევა უდიდესი ეროვნული და სულიერი მნიშვნელობის მოვლენაა, რადგან პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი…

11.05.2026 | 16:58
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე – ძნელია, გამოვხატო ჩემი განწყობა, რაც თან ახლავს არჩევანს, რომელმაც მარგუნა პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, ჩვენი ერის მომავლისთვის

ძნელია, ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ განაცხადა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამებაში გამართული დიდი საეკლესიო კრების შემდეგ, სასულიერო პირებსა და…

Τα σημαντικότερα νέα