ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
24.02.2021 | 13:26
საეკლესიო კალენდარი – 24 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 თებერვალს სამთავროს მონასტრის განმაახლებელს ნინო ამილახვარს, სებასტიელი ეპისკოპოსს მღვდელმოწამე ვლასის და ხატთაყვანისცემის აღმდგენელ თეოდორა დედოფალს იხსენიებს.   ნინო ამილახვარი საეკლესიო კალენდრის მიხედვით 24 თებერვალი სამთავროს ა მონასტრის განმაახლებლის და პირველი იღუმენიის ნინო ამილახვარის ხსენების დღეა. ნინო ამილახვარი, 1784 წელს სოფელ ჭალაში დაბადებულა. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის…

24.02.2021 | 13:15
მილოცვა სერბეთის პატრიარქისადმი

მის უწმიდესობას, სრულიად სერბეთის პატრიარქს, ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტს და პეჩის მთავარეპისკოპოს პორფირეს თქვენო უწმიდესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აღსაყდრებას სერბეთის ეკლესიის უძველეს ტახტზე, რომლის ზეციური მფარველიც დიდი მოძღვარი, წმინდა საბა სერბელია. მისი შუამდგომელობით გეწეოდეთ უფალი და შეგაძლებინოთ, ერთგულად ემსახუროთ ღმერთს და თქვენს ქვეყანას. ჩვენი მხრიდანაც გლოცავთ, რათა ყოვლადწმინდა სამებამ წარმატებული ყოს…

22.02.2021 | 16:19
ღირსი მამა გაბრიელი და ბატონი ზურაბ ვარაზაშვილი

ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული. როგორც გამორჩეულმა პიროვნებამ და თავისი საქმის პროფესიონალმა თავისი კეთილი ნაყოფი დაგვიტოვა. ყოველთვის დიდი სიხარულით გვესაუბრებონდა წმინდა მამა გაბრიელზე. წმინდა მამის სასწაულებზე და მასთან ურთიერთობაზე. მოდით გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი. ბატონი ზურაბი ექიმი, საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ. – მამა გაბრიელი მოფერებით ხანდახან მხარზე ხელს მომითათუნებდა და მეტყოდა: –…

22.02.2021 | 16:17
განთიადი სოფელში

ჩიტები ჟღურტულებენ… მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება… ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ, როდესაც უფრო მკაფიოდ მესმის ღაბუა ბეღურების და სხვა ჩიტუნების ჟღურტული… ისევ მეძინება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგომა მინდა, თითქოს რაღაც მეძახის… თითქოს მზე სხივებს შემომხვევს მხრებზე და ასადგომად მექაჩება… უცებ გამოვერკვევი და წამოვხტები ფეხზე… ფანჯრიდან სუფთა და გრილი, ამავდროულად საამური ჰაერი შემოდის და სახეზე მელამუნება… არაფერია ამაზე…

21.02.2021 | 19:41
საეკლესიო კალენდარი – 21 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 თებერვალს წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატს, წინასწარმეტყველ ზაქარია მანგლისმხილველს და საბა II სერბეთის არქიეპისკოპოსს იხსენიებს.   თეოდორე სტრატილატი საეკლესიო კალენდარის მიხედვით 21 თებერვალი წმიდა მოწამე თეოდორე სტრატილატის ხსენების დღეა. თეოდორე სტრატილატი ქალაქ ევქიტში ცხოვრობდა. მას მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმადლებული. გულმოწყალე მხედარს უფალმა ქრისტიანული ჭეშმარიტებებიც სრულად შეაცნობინა. წმიდანის ახოვანება საქვეყნოდ…

21.02.2021 | 19:37
რა აძლევს ადამიანს სიმშვიდეს და როგორ შეიძლება მისი მოპოვება

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი): მაცხოვარი, როდესაც შევიდა შიშისაგან ოთახში ჩაკეტილ მოწაფეებთან, უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა, უჩვენა მათ ხელები და გვერდი და, როცა მოწაფეებმა გაიხარეს უფლის ხილვით, ისევ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა (იოან.20,19-21). ვფიქრობ, აქ შეიძლება იმის დანახვა, რომ ორჯერ მშვიდდება ადამიანი: პირველი, უფლის დანახვისას, უფალთან მისვლის დროს,…

21.02.2021 | 19:34
ტორონტოში ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს საკუთარი შენობა ექნება

2021 წლის 12 თებერვალს კანადაში, ტორონტოს ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატის სახელობის ტაძრის მრევლმა და ემიგრაციამ დიდი ხნის ოცნება აისრულეს და ტაძრის შენობა შეიძინეს. ტორონტოში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ქართული ეკლესია და სამრევლო 2010 წელს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაარსდა. მეუფე დიმიტრის იმ პერიოდში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მინდობილი ჰქონდა…

21.02.2021 | 13:23
პატრიარქის მიმართვა საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან დაკავშირებით

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა , – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად,…

20.02.2021 | 20:09
საეკლესიო კალენდარი – 20 თებერვალი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს პართენ ლამპსაკელი ეპისკოპოსის, ლუკა ელადელის , 1003 ნიკომიდიელი მოწამის და მეფე სოლომონ მეორის ხსენების დღეს აღნიშნავს.   ლამპსაკელი ეპისკოპოსი პართენი საეკლესიო კალენდარის მიხედვით 20 თებერვალი ლამპსაკელი ეპისკოპოსის პართენის ხსენების დღეა. ღირსი პართენი, ლამპსაკელი ეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ მელიტოპოლში (მცირე აზია),სადაც მამამისი, ქრისტეფორე, დიაკვნად მსახურობდა. ყმაწვილისთვის წერა-კითხვა არ უსწავლებიათ, მაგრამ საღვთო წერილი…

Τα σημαντικότερα νέα