ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
12.01.2021 | 18:31
გელათის შემდეგ ახლა ბაგრატში წვიმს [ფოტო]

  გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოში – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში წვიმა ჩადის და ტაძრის კედლები წვიმის წყლით სველდება. მას შემდეგ, რაც ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დადგინდა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), გელათისა და ბაგრატის პრობლემა თითქმის ერთდროულად წარმოიშვა, ორივეგან წვიმის წყალი ჩავიდა. გელათის უნიკალური ფრესკების ნაწილი, სამწუხაროდ, დაზიანდა. ბაგრატის საკათედრო ტაძარში კი წვიმის წყლის…

12.01.2021 | 18:27
ათონის მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს [ფოტო]

ათონზე წმიდა მთის ხილანდარის მონასტერში ზამთრის მოსავალი აიღეს. ხილანდარის მონასტერი დაარსებულია სერბი მეფის მიერ მეთორმეტე საუკუნეში. სავანეს ათონის წმიდა მთის მონასტერთა შორის მეოთხე ადგილი უკავია. მონასტერში ინახება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ცნობილი, სასწაულთმოქმედი ხატი ,,სამხელა”, რომლის მიერ აღსრულებული სასწაული წმიდა იოანე დამასკელზე საყოველთაოდ ცნობილია. ხილანდარის მონასტერში ასევე დავანებულია შემდეგი სიწმიდეები: ცხოველმყოფელი ჯვრის ორი ნაწილი; ქრისტეს ეკლის გვირგვინის…

11.01.2021 | 16:59
კორონავირუსით გარდაიცვალა კვიპროსის ეკლესიის წმ. სინოდის მუდმივი მდივანი

2021 წლის 11 იანვარს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, სამოცდაათი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა კვიპროსის ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მუდმივი მდივანი, არქიმანდრიტი გრიგოლი. ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად სასულიერო პირის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. უფალმა შეიწყალოს და სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ახლადშესვენებულ არქიმანდრიტ გრიგოლის უკვდავი სული. wenews.ge

11.01.2021 | 16:58
კორონავირუსით თესალონიკში გარდაიცვალა მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი

2021 წლის 11 იანვარს, კორონავირუსული ინფექციის შედეგად, ოთხმოცდათხუთმეტი წლის ასაკში ღვთივმიიცვალა თესალონიკში მოღვაწე მსოფლიო საპატრიარქოს მთავარმგალობელი ხარილაოს ტალიადოროსი. იგი სამოცი წლის განმავლობაში გალობდა ეკლესიაში. მას უწოდებდნენ “ბიზანტიური გალობის მეფეს”. ხარილაოს ტალიადოროსი იყო თესალონიკის წმიდა სამიტროპოლიტოს უხუცესი მგალობელი. უფალმა მართალთა თანა განუსვენოს.     wenews.ge

10.01.2021 | 20:18
“რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს”

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა-ლოცვისას ქრისტიანულ საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა და ღვთის სიყვარულზე იქადაგა. როგორც მან აღნიშნა, რაც არ უნდა ცოდვილი იყოს ადამიანი, ღმერთი მზად არის, მიიღოს და ჩაიხუტოს. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს გრძელდება…

10.01.2021 | 20:17
საეკლესიო კალენდარი: 10 იანვარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 იანვარს ორთა ბევრთა მოწამეთა ნიკომედიას დაწვართა, ასევე მოციქულ ნიკანორის, 70-თაგანის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა…

10.01.2021 | 20:15
“სასულიერო პირებს, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია, ყოველ კვირას ამოწმებენ”

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) აცხადებს, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ. როგორც მან აღნიშნა, მათ ვისაც ვირუსი გადატანილი არ აქვთ, ყოველ კვირას კოვიდ 19-ზე ამოწმებენ. „სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, მათთვის არ არის საჭირო. ვისაც გადატანილი არ აქვს, ყოველ კვირას, წირვის მერე მივდივართ და ტესტირებას ვიტარებთ. საპატრიარქოში ვინც შედის,…

10.01.2021 | 20:12
მეუფე იოანე მის მიმართ მორიგი პროვოკაციის შესახებ საუბრობს

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ეპარქიის “ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე თეოლოგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და სათაურით: “მორიგი პროვოკაცია” წერილს აქვეყნებს. სრულად გთავაზობთ მეუფე იოანეს განცხადებას: მ ო რ ი გ ი პ რ ო ვ ო კ ა ც ი ა ბოლო დროს მოდაშია კონოფილმების სერიალები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების…

10.01.2021 | 20:11
ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება. “გუშინ ლუგარის ლაბორატორიამ ტესტირება ჩაატარა საპატრიარქოში. ზოგადად, სწრაფი ტესტები კეთდება 3 დღეში ერთხელ და PCR ტესტირებაც პერიოდულად კეთდება. ჩატარდა 55…

Τα σημαντικότερα νέα