გილოცავთ შობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი! დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე: მორწმუნე ადამიანს გააზრებული უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ ქრისტიანული დღესასწაულის არსი, უამისოდ ის გაუაზრებლად შეეგებება დღესასწაულს და ყოველგვარი სარგებელისა და სიხარულის გარეშე დარჩება. დღევანდელი საუბარი შობის დღესასწაულის მნიშვნელობის ყველა ასპექტს ვერ მოიცავს, რადგან მართლაც უსაზღვროდ ვრცელი და მრავლისმომცველი საკითხია. ამიტომ, მთავარი აქცენტი…
მოლოდინი ცოდვით დაცემამ დაამახინჯა და შეცვალა ადამიანის სულიერი ძალები და ბუნება. კაცობრიობამ, ამოწურა რა თავისი ძალები და შესაძლებლობები, გარკვეულ ტრაგიკულ ზღვართან მივიდა, მან დაინახა, რომ თავის გადარჩენა თვითონ არ შეეძლო. არა მხოლოდ პალესტინა, არამედ წარმართული სამყაროც კი ელოდა მესიას, მათ მხსნელს. ნათელი კაცობრიობის ისტორია, ეს არა მხოლოდ მიწიერი, არამედ კოსმიური ტრაგედიაცაა, ქრისტეს მოსლვა ამქვეყნად…
– რისთვის განკაცდა ღმერთი? ყველაზე დიდი განძი, დიდი ნიჭ რაც დაკარგა ადამიანმა ცოდვის დაცემით ეს არის ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ცოდვა ჩადგა ღმერთსა და ადამიანს შორის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ლოცვებში მივმართავთ -“შენგან შობილი დაიხსნა კედელი მტერობისა”. ის კედელი, რომელიც აღმართული იყო ღმერთსა და კაცობრიობას შორის. ცოდვამ ეს კედელი აღმართა და ამ კედლის დანგრევა არ შეეძლო ადამიანს თავისი…
პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს. მსვლელობა 14:00 საათზე რუსთაველის გამზირიდან დაიწყო და თბილისის რამდენიმე უბანი მოიცვა. “განსხვავებული ალილოა, იმიტომ, რომ წელს ფეხით მსვლელობა ვერ აღესრულა. მანქანებით მაინც ვახერხებთ, რომ დავლოცოთ, ვაკურთოთ ნაკურთხი წყლით ქუჩები, ასევე გვაქვს საგალობლები. გვსურს მივულოცოთ მოსახლეობას. მსვლელობას რესპუბლიკის…
წმინდა მიწას, იერუსალიმს და იქ დავანებულ სიწმინდეებს დღემდე უამრავი მომლოცველი და მნახველი ჰყავს. დღესასწაულებზე მომლოცველთა რაოდენობა კიდევ მატულობს. ბეთლემს, ქრისტესშობის ადგილს ამჯერადაც მრავალი მნახველი ეყოლება. მოდით ერთად გავეცნოთ ბეთლემის შესახებ ცნობებს, რათა უფრო მომზადებული მივეგებოთ ამ წმინდა ადგილს. აი, რას გვიამბობს დეკანოზი პეტრე კონჭოშვილი: “კურთხეული საუკუნიდგან ქალაქი, რომელსა შინაც თვით ღმერთმან, დამბადებელმა მსოფლიოსა, სათნო იჩინა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია. მაცხოვრის შობა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან იშვა იუდეის ბეთლემში იმპერატორ ავგუსტუს ოქტავიანეს დროს. იმ ხანებში გამოვიდა ბრძანება, აღეწერათ რომის მთელი იმპერიის მოსახლეობა, რომლის ერთ პროვინციასაც პალესტინა წარმოადგენდა. ებრაელებს ჩვეულებად ჰქონდათ,…
დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საფრანგეთის წმიდა სამიტროპოლიტო (მსოფლიო საპატრიარქო) უფლის ნათლისღების, ღმრთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია და დიდი აიაზმის მსახურება საფრანგეთის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსმა, მელიტინის ეპისკოპოსმა მაქსიმემ აღასრულა. wenews.ge
დღეს, შესწორებული კალენდრის მიხედვით 6 იანვარს საბერძნეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების, ღვთის განცხადების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, ათენისა და სრულიად ელადის უნეტარესმა მთავარეპისკოპოსმა იერონიმე მეორემ ათენის საკათედრო ტაძარში დიდი აიაზმა აღასრულა. wenews.ge
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეარხმა “მთავარმა”, ხოლო შემდგომ ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს საპატრიარქომ. შორენა თეთრუაშვილი მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოში. იგი ჯერ საპატრიარქოს მიმღებში დასაქმდა, ხოლო მოგვიანებით კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტად დაინიშნა. wenews.ge