2021 წლის 4 იანვარს შეიკრიბა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 164-ე სინოდური პერიოდის მუდმივმოქმედი წმიდა სინოდი შეიკრიბა, მისი უნეტარესობის, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის იერონიმე მეორის თავმჯდომარეობით. დღევანდელი სესიის განმავლობაში, მუდმივმოქმედმა წმიდა სინოდმა, ავტორიზაციის ოქმის დამტკიცების შემდეგ შეისწავლა წმიდა ტაძრების ფუნქციონირებისა და ნათლისღების დროს მორწმუნეთა ყოფნასთან დაკავშირებით შექმნილი მონაცემები, მთავრობის მოულოდნელი განცხადებების შემდგომ, პარასკევს 02. 01.2021, ზომების…
საახალწლო რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ნებისმიერი მათგანის მიზანი ერთია – მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს. ახალ წელს საქართველოში ხშირად “ბასილის დღეს” უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. “ბასილას კვერები.”…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 4 იანვარს დიდმოწამე ანასტასიას, მოწამეთა: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს. დიდმოწამე ანასტასია, წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი – ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს – ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა…
ცნობილია, რომ საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მაღალიერარქი, ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) არის პირველი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს: „შემთხვევით არ ამირჩიეს. ამ საკითხებით ვარ დაკავებული, წიგნიც მაქვს დაწერილი და უცხოურ უნივერსიტეტებში მაქვს ჩატარებული ლექციები მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის შესახებ. პანდემიის პირველი ტალღის დაწყებისას, აპრილში, ეკლესიიდან ერთადერთ…
2021 წლის 1 იანვარს მისმა ღვთაებრივმა უნეტარესობამ ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა თეოდორე მეორემ სამადლობელი ღვთისმსახურება აღავლინა ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით. სამადლობელ მსახურებაში მონაწილეობდნენ ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები. სპეციალურად ბერძნული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”. — wenews.ge
2021 წლის 1 იანვარს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობა მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი დაესწრო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინადაცვეთის (შესწორებული კალენდრის თანახმად) დღესასწაულზე აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას ღვთისმსახურებას ასევე დაესწრნენ მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავრები: დერკის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, ფილადელფიის მიტროპოლიტი მელიტონი, მირონ-ლუკიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი, კალიუპოლის მიტროპოლიტი სტეფანე, კიდონიის მიტროპოლიტი ათინაგორა. ტაძარში ღვთისმსახურებაზე ასევე იმყოფებოდა უკრაინის გენერალური კონსული სტამბულში ალექსანდრე გამანი თავის…
“მე არ დავუშვებ მღვდელებმა შეითავსონ ექიმების მოვალეობა”, – განაცხადა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა, ტრიკალის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა საახალწლო საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ სიტყვით გამოსვლისას და ამავე დროს სამიტროპოლიტოს მღვდლებს სთხოვა, რომ ფრთხილად იყვნენ ამიერიდან ყველა განცხადების დროს. “არ გამოხვიდეთ და არ უთხრათ ხალხს ვაქცინა გაიკეთეთ ან არ გაიკეთოთ, ეს თქვენი საქმე არ არის”, – მიმართა მღვდლებს…
კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კორფუს მიტროპოლიტი ნეოფიტე: “ყველა ღვთისმსახურება, რომელიც ახლა ტარდება, ეს იქნება საზეიმო, როგორც დღეს, თუ სადაგი მსახურება, ძალზედ მნიშვნელოვანია, თუნდაც ტაძარში მხოლოდ მღვდელი და მგალობელი იდგნენ. როგორც აღმოჩნდა, ავადმყოფობისა და ეპიდემიის დაწესებული გადაჭარბებული ზომების გამო, თქვენი ყველა მსახურება და ყველა დასწრება, ტაძრის შიგნით თუ მის გარეთ, სარწმუნოების აღმსარებლობაა. ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ…
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მის ღვთაებრივ ყოვლადუწმიდესობას მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სამადლობელი წერილი გაუგზავნა. „თქვენო ყოვლადუწმიდესობავ, გმადლობთ კეთილი სიტყვებისა და საუკეთესო სურვილებისთვის. ვწუხვარ, რომ არ გვქონდა სატელეფონო კავშირი. ჩემთვის დიდი პატივია შეერთებული შტატების მომავალ პრეზიდენტად ჩემი არჩევა და მე ვხვდები, თუ რამდენი სამუშაო გველოდება. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვიღებთ ამოცანებს დიდი გლობალური…