ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
10.12.2020 | 15:33
მეუფე იაკობი: განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ

„მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება, ბევრი წარმატება ჰქონდა, თუმცა ბევრი დანაშაულიც ჩაიდინა, ქართველი ადამიანის ღირსებას შეეხო“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა სოფელ ხირსის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არსებული სასამართლო სისტემა შეაფასა. მას მიაჩნია, რომ მაშინ „ადეიშვილის კანტორა“ რა საქმესაც შეუკვეთავდა, მოსამართლეებიც იმას აკეთებდნენ, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, როცა…

10.12.2020 | 15:30
მეუფე იაკობი: მოვედით, აგირჩიეთ და რისთვის, ერთმანეთში რომ გააგრძელოთ უაზრო ბრძოლა?

ექიმების ბრალი საერთოდ არ არის, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ არჩევნები და მივიღეთ ასეთი დიდი სიკვდილიანობა, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას აღნიშნა. მეუფის განმარტებით, მან ხელისუფლება გააფრთხილა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ მათ შეზღუდვები დროულად არ დააწესეს. „ახლაც ვხედავთ, ჩატარდა არჩევნები და რის ფასად? იმ ფასად, რომ არ შეზღუდეს,…

10.12.2020 | 15:25
მეუფე გრიგოლი კორონავირუსზე: ადამიანები იღუპებიან და ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოჰყვეს

ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ეს არ არის ორი, ათი და ასი, ესაა უამრავი ადამიანი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ გაივლის ეს განსაცდელი, – განაცხადა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა კორონავირუსზე საუბრისას. „ჩვენ, ვცდილობთ, დადგენილი ნორმები შევასრულოთ. უსაფრთხოება…

10.12.2020 | 14:41
საეკლესიო კალენდარი: 10 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 დეკემბერს დიდმოწამე იაკობ სპარსის, ღირსი პალადის და ღირსი რომანოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.   დიდმოწამე იაკობ სპარსი წმიდა დიდმოწამე იაკობ სპარსი სპარსეთის ქალაქ ბეთ-ლაპეტში მცხოვრები მდიდარი და დიდებული ქრისტიანული ოჯახიდან იყო და ცოლადაც მართლმორწმუნე ქალი ჰყავდა. მეუღლეები შვილებს კეთილმსახურებით ზრდიდნენ და ლოცვისა და წმიდა წერილის სიყვარულს უნერგავდნენ. იაკობს სპარსეთის სამეფო კარზე მაღალი…

09.12.2020 | 15:58
კორონავირუსით გარდაიცვალა იღუმენია ფილოთეა

დღეს, 2020 წლის 9 დეკემბერს, დილით, კორონავირუსული ინფექციის შედეგად 72 წლის ასაკში ღვთივმიიცვალა საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტეორას წმიდა კოლეგიის რუსანუს დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ფილოთეა. იგი ტრიკალის ინფექციურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. უფალმა მართალთა თანა დააწესოს იღუმენია ფილოთეას უკვდავი სული.   — wenews.ge

09.12.2020 | 15:45
გარდაიცვალა ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ნიფონი

2020 წლის 8 დეკემბერს, 61 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა ალექსანდრიის საპატრიარქოს მღვდელმთავარი, პილუსიის მიტროპოლიტი ნიფონი. მიტროპოლიტი ნიფონი (ცავარისი) დაიბადა 1959 წელს ნიკეაში (საბერძნეთი). უმაღლესი განათლება პედაგოგიკის განხრით მიიღო კრეტის ირაკლიონის პედაგოგიკის აკადემიაში, ხოლო საღვთისმეტყველო განათლება – ათენის კაპოდისტრიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. 1982 წელს ირაკლიონის წმიდა აგარათას მონასტერში კრეტის მთვარეპისკოპოს ტიმოთეს მიერ აღიკვეცა მონაზვნად….

09.12.2020 | 15:40
კათოლიკოს-პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ დაესწრება საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას. აღნიშნულის შესახებ განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. “პატრიარქი მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრება. ვარიდებთ ყველანაირ შეხვედრებს. ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი ვინ დაესწრება სხდომას უწმიდესის ნაცვლად”, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ისტორიაში…

09.12.2020 | 15:30
“პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია”

პატრიარქთან შეხვედრები შეზღუდულია. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეისბუკის” პირად გვერდზე დაწერა: “საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინტერესდებიან ჟურნალისტები და არა მხოლოდ. მოგახსენებთ, რომ, პატრიარქი ბრძანდება საპატრიარქოში. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, მიღებულია რეკომენდირებული ზომები და შეზღუდულია მასთან შეხვედრები” – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ცნობილია, რომ დღის განმავლობაში არაერთმა მედიასაშუალებამ დაწერა,…

09.12.2020 | 15:21
ნოქალაქევის საკონსერვაციო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებითა და ორგანიზებით გრძელდება ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, რომლის დასრულებაც 2021 წელსაა დაგეგმილი. გასული 4 წლის განმავლობაში ეროვნული სააგენტოს დაკვეთით წარმართულმა სარეაბილიტაციო და საკონსერვაციო ეტაპებმა ნოქალაქევის ქვედა ნაქალაქარის ყველა აქრქიტექტურული სეგმენტი მოიცვა, რაც საიდუმლო გვირაბის, ეიფელის…

Τα σημαντικότερα νέα