ORTHODOXIA REAL TIME NEWS FEED:
Select Language
MENU
PERSONAL NEWS ALARM ΕΓΓΡΑΦΗ
23.04.2025 | 16:07
უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს ქრისტეს აღდგომა მიულოცა

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 2025 წლის 20 აპრილს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მისალოცები გაუგზავნა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქს, იოანე X-ს; წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქს, თეოფილე III-ს; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს; სერბეთის უწმინდეს პატრიარქს, პორფირეს; რუმინეთის უნეტარეს პატრიარქს, დანიელს; ბულგარეთის უწმინდეს…

23.04.2025 | 16:06
სსკგ-ის თავმჯდომარემ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს სააღდგომო მილოცვა გაუგზავნა

2025 წლის 20 აპრილს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ანტონიმ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მისალოცები გაუგზავნა დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქს, იოანე X-ს; წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქს, თეოფილე III-ს; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს; სერბეთის უწმინდეს პატრიარქს, პორფირეს; რუმინეთის უნეტარეს პატრიარქს, დანიელს;…

23.04.2025 | 16:04
უწმინდესი პატრიარქის კირილეს სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ სამძიმარი გამოთქვა პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით   მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მაღალყოვლადუსამღვდელოეს კევინ კარდინალ ფარელს, რომის კათოლიკური ეკლესიის კამერლენგოს თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. განსვენებული პონტიფიკი მეთაურობდა რომის კათოლიკურ ეკლესიას ეპოქალური ცვლილებების პერიოდში (პაპ ფრანცისკესა და პატრიარქ კირილეს ერთობლივი განცხადება, 7). მის სახელს…

22.04.2025 | 17:48
88 წლის ასაკში პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

ორშაბათს, 2025 წლის 21 აპრილს, თავის რეზიდენციაში, ვატიკანის წმინდა მართას სახლში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პაპი ფრანცისკე. დილის 9:45 წუთზე, კარდინალმა კევინ ფარელმა, სამოციქულო პალატის კამერლენგომ, წმინდა მართას სახლში განაცხადა: ,,უძვირფასესო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით უნდა გამცნოთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალება. დღეს დილას, 7:35 წუთზე, რომის ეპისკოპოსი ფრანცისკე მამის სახლს დაუბრუნდა. მთელი მისი…

22.04.2025 | 17:46
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ მსჯავრდებულებს მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სააღდგომო ნობათი გადასცა

ამა წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი კალანდიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით ყველა არასრულწლოვან მსჯავრდებულს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა მიულოცა და მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და სადღესასწაულო ნობათი – სანთლები, კვერცხი, პასკა და ტკბილეული გადასცა. სააღდგომო საჩუქრები მიიღეს №5 (ქალთა) დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმაც. ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური sazu.ge

22.04.2025 | 17:34
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე – 2025

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ისა საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: ქრისტე აღდგა! აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ მისი მტრები და მისი მოძულენი ივლტოდნენ პირისგან მისისა; და როგორც ქრება კვამლი, – განქარდნენ … მართლები კი განიხარებენ და იზეიმებენ ღმერთის წინაშე…

22.04.2025 | 17:33
მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო გზავნილი (2025)

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის სააღდგომო გზავნილი (2025) ბართლომე, წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს – მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღმდგარი ქრისტეს მიერ. უპატიოსნესნო ძმანო, მღვდელმთავარნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო. ღვთის წყალობითა და ძალით ლოცვასა და მარხვაში გადავცურეთ რა წმინდა და…

16.04.2025 | 16:01
საეკლესიო კალენდარი: 16 აპრილი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აპრილს ღირსი ნიკიტა აღმსარებელის, მოწამე თეოდოსია ქალწულის, ღირსი ილირიკეს; მოწამეთა: ელპიდიფორეს, დიოს, ბითონის და გალიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. „Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში. წმიდა ნიკიტა აღმსარებელი საეკლესიო კალენდარში 16 აპრილი წმიდა ნიკიტა აღმსარებლის, მიდიკიის მონასტრის წინამძღვრის (+824) ხსენების დღეა. ნიკიტა აღმსარებელი დაიბადა ბითვინიის…

16.04.2025 | 15:58
სვეტიცხოველში კვლავ წყალი ჩავიდა: რა ვითარებაა ტაძარში

სვეტიცხოველი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის განმეორებითი ინფილტრაციის თაობაზე განცხადება გაავრცელა. უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთ ნაწილში წყალი 22 მარტს ჩავიდა. როგორც სააგენტოში განმარტეს, ტაძარს ან ფრესკებს რაიმე სერიოზული…

Τα σημαντικότερα νέα