საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბუბა ბარნოვის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”
კალანდა ერკეთის დედათა მონასტერში | მონასტრის ცხოვრება, კალანდობის სამზადისი და ტრადიციები ტელეკომპანია “იმედი”, გადაცემა “იმედის დილა” sazu.ge
ამა წლის 20 იანვარს ამბა-ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერში მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ამავე სავანის წინამძღვარი, იღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი). sazu.ge
ამა წლის 18 იანვარს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი მწვანე მონასტრის ბერ-დიაკონ არსენს (ხარატიშვილი). sazu.ge
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღებას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – ღვთის განცხადებას ზეიმობს. ნათლისღება ნათლისღება უძველესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. საეკლესიო სწავლების მიხედვით ამით მაცხოვარმა თვითონ კი არ მიიღო სიწმიდე ან, როგორც უცოდველი, განწმედას კი არ საჭიროებდა, არამედ ნათელიღო ჩვენი შეწევნისათვის, შემუსრა…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მზექალა შანიძის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო აკადემიკოს მზექალა შანიძის დაბადების საიუბილეო თარიღი, მართლაც, ღირსშესანიშნავია; 100 წელი ასეთი ნათელი გონებით, ასეთი შემართებით, ასეთი ცოდნით, – ერთეულ პიროვნებათა ხვედრია. იგი მამასთან, ბატონ აკაკი შანიძესთან, ერთად დღემდე ითვლება ძველი ქართული ენის უბადლო მცოდნედ და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება ბიბლიის ძველქართული ტექსტის დამდგენ მეცნიერთა…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 იანვარს სილიბისტრო რომის პაპის, მღვდელმოწამე თეოგენეს, ღირსისა სერაფიმე საროველის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. სილიბისტრო რომის პაპი წმიდა სილიბისტრო, რომის პაპი დაიბადა რომში, ღრმადმორწმუნე ქრისტიანების, რუფინისა და იუსტას ოჯახში. მამა მას მალე გარდაეცვალა და დაქვრივებული დედის მზრუნველობის ქვეშ დარჩა. მოძღვარმა…
ამა წლის 9 იანვარს გარდაიცვალა თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ ყიფშიძე. დეკანოზი თეიმურაზი დაიკრძალება სამშაბათს, 13 იანვარს ზესტაფონში, ცხრაწყაროს სასაფლაოზე. მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეიმურაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს. უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეიმურაზი. sazu.ge
16 დეკემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის – „საღვთისმეტყველო მოზაიკა“ – წარდგენა. ესაა თეოლოგიური ნაშრომების ანთოლოგია, რომლის გამოცემა მიეძღვნა საქართველოს გაქრისტიანებისა და ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლისთავს. საიუბილეო კრებულის შემდგენელი და რედაქტორია თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი, ისტორიის დოქტორი, დეკანოზი თეიმურაზ თათარიშვილი. მანვე დაურთო კრებულს სქოლიოები…