საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეთერთმეტე, ქრისტეშობის შემდგომ კვირას თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი 11.01.2026 sazu.ge
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება სულთმოფენობიდან 31-ე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ქრისტესშობის შემდგომ კვირას; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს წმინდა იოსებ მართალს, დამწინდველს, ასევე – წმინდა მოციქულ იაკობს, უფლის ძმად…
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. დღესასწაული ქსნის N 15 დაწესებულებაშიც აღინიშნა, სადაც დეკანოზმა ვიტალი ღვინიაშვილმა და მღვდელ-მონაზონმა გიორგიმ (მეფარიშვილი) წირვა-ლოცვა აღავლინეს. ფოტო: სპეციალური პენიტენციური სამსახური sazu.ge
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებს: მის უნეტარესობას, დიდი ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, იოანე X-ს; მის უნეტარესობას, წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს, თეოფილე III-ს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს; მის უწმინდესობას, სერბეთის პატრიარქს, პორფირეს; მის უნეტარესობას, რუმინეთის პატრიარქს, დანიელს;…
დედაქალაქში საშობაო მსვლელობა გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
საშობაო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად… და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი) უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი…
მის უწმინდესობასა და უნეტარესობას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადებიდან 93-ე წელს. იგი თავისი ცხოვრებითა და ღვაწლით ჭეშმარიტი მაგალითია ქრისტეს რწმენის ერთგულებისა და სათნოებებისა. მადლიერნი ვართ ღვთისა, რომ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის მნიშვნელოვან ჟამს ასეთი გამორჩეული, მადლმოსილი და ძლიერი მწყემსმთავარი გვარგუნა. ინებოს უფალმა, რომ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ქრისტეს…
საპატრიარქოს “ახალგაზრდულ სახლში” წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება” sazu.ge
„სიყვარულით პატრიარქს“ – ამ სახელწოდებით ამა წლის 29 დეკემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. შესრულდა ქართველი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები, აგრეთვე კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლების საგუნდო და საორკესტრო ვერსიები. ღონისძიებაში…